ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2010


ჩემი შემოდგომა

დღეს ,
შემოდგომის ჭრიალა კართან ,
ზამთრის პირველ დღეს ,
ქარი ამიხვევს თვალებს ,
ყვითელ ფოთლების ხალიჩაზე დავეცემი ღონემიხდილი,
როცა ზამთარი ულმობელად
ზურგში დანასაც ჩამცემს ....
და მეამება უშენობით
ასე სიკვდილი !..
.... ვემშვიდობები ძალდაკარგულ შემოდგომის მზეს ,
ხოლო ზაფხული ,
შენს თეთრ კაბაში გამოწყობილი
ხელსაც დამიქნევს...
სასურველი, მაგრამ უკვე მიუწვდომელი !..
მე მეამება...
იქნებ სჯობს რომ ასე დავმთავრდე
და ეს ხეები იყოს ახლა ჩემი ჭირისუფალი...

....................................................................

დღეს,
შემოდგომის ჭრიალა კართან,
ზამთრის პირველ დღეს
მე მეამება დაბრუნება
ამ დასაბამთან.....


5.12. 2010. სერგეი ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები