 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 14 დეკემბერი, 2010 |
ჩემო ''მრჩეველო'', ჩემო, ვითომ კეთილმოსურნევ, შენმა გონებამ ჩემს გონებას ქერქი ახადა, ...მახსოვს, თუ სადმე შეგხვდებოდა ოდესმე წიგნი, კანს აცლიდი და იყენებდი ''მსუბუქ'' ქაღალდად... მახსოვს, რამდენჯერ გაგიცვალე წიგნი ქაღალდში, პირისფარეშად დაკიდული, როცა ძარცვავდი, ახლა კი ვითომ განსწავლულის პათოსით მიმტკეც, რომ შენს სიმართლეს არ აკლია ერთი მარცვალიც, რომ თურმე ქალის პოეტობა არ შემდგარია, რომ თურმე ქალი დაეტიოს უნდა ჩარჩოში... მაშ, რა ვქნა, თუ კი მცხელა მაშინ, როცა ყინვაა და მაცახცახებს პოეზიის სიცხით გათოშილს!? ან გენდერიზმი?! პოეზიამ რა იცის სქესი, რა იცის ჩარჩო, წყობილება, კანონი, წესი, ნაკარნახევით ვერ იცხოვრებს ვერა პოეტი... თუმცა, ხშირია შარბათიდან მიართვან გესლი... რაო, როგორ თქვი, პოეზია ნაცრის ქექვაა, ან უარესი,- უქნარების ბოგინი მტვერში?! მაშ, პოეზიას დედოფლები არასდროს ჰყავდა და დიდმა ანამ. იზამ, ბელამ მოიჭრან პეშვი?!... მაშ, დედოფალი უდიდეს მთებს, რომ ატირებდა, დაღონებულ მთებს, რომ შესცქერდა თავადაც ღონით ''საქართველოო ლამაზო''-ს რომ ყოველი ამბობს, ამბობს ლოცვებად, არა- ერთხელ, უფრო გაძღომით... და ამ ღრმა ცაზე - სამკვიდრო, რომ ვერავინ ნახა, ვინც მტრად მოვიდა, ვინც გაბედა განრისხვა ღმერთის, ან ''საჩხაკუნო, აკვნებზე ბმულ ატმის კვირტები'' ვინც მოგვიტანა, ვინც ლექსებად აკინძა ღვენთი არ არსებობენ?! პოეტები არ ჰქვიათ იმათ?! ქალები იყვნენ რადგან, ლექსი იმათაც სწვიმდათ, ასეა დღემდე, იცვლებიან თაობით მხოლოდ და დღემდე ქალებს პოეზია ქმარივით გვინდა! და ბოლოს ერთის პასუხიც და მოვრჩებ იქნებ.. ''და მიპასუხე რამდენი დღის, რამდენი წლის ხარ'' რამდენი ლექსიც დაწერილა ქალისგან ოდეს, ასზე გაყავი ოდენობა, მიიღებ მისხალს იმ სიმართლისას, რომელსაც შენ ვერასდროს დათვლი და მაინც ამდენ ''ღმერთი გწამდეს'' რა პირით ამბობ, მახსოვს, მოლებსაც დასცინოდი ''ეზანის'' ხმაზე და ჩემს კედლებზე შეგროვებულ ხატების ალბომს...
''მშვიდობით, დიდხანს არაფერს მოგწერ...(თ)'' ....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. მაგარი ლექსია ეს..........2მეცოტავება მაგარი ლექსია ეს..........2მეცოტავება
31. ლაცაბიძე:) მე კარგად ვიცი მაგ სიტყვის მნიშვნელობაც და მისი წარმომავლობაც. და ისიც გავიგე რა მნიშვნელობით გამოიყენე შენ... არ უნდა ამას ახლა ბევრი ლაი-ლაი... თუ რამე დაგრჩა სათქმელი პერსონალურში შემატყობინე... ლაცაბიძე:) მე კარგად ვიცი მაგ სიტყვის მნიშვნელობაც და მისი წარმომავლობაც. და ისიც გავიგე რა მნიშვნელობით გამოიყენე შენ... არ უნდა ამას ახლა ბევრი ლაი-ლაი... თუ რამე დაგრჩა სათქმელი პერსონალურში შემატყობინე...
30. ელფებს განახებ,გონებს განახებ ჰობიტებს, გადაამტვრიე თავები მორფინის ჰიდროქლორიდებს და მოდი მოდი გავფრინდეთ ,გავცდეთ ცებს გავცდეთ ორბიტებს.
საჯო.
წესები და ნიმუშები ღუპავენ ხელოვნებას...ვისი სიტყვებია აღარ მახსოვს,მაგრამ არის რაღაც აზრიანი ვგონებ.
დაკიდება ქართული სიტყვაა და თუ გაინტერესებთ დაინტერესდით ამ სიტყვის ეტიმოლოგიით.
ელფებს განახებ,გონებს განახებ ჰობიტებს, გადაამტვრიე თავები მორფინის ჰიდროქლორიდებს და მოდი მოდი გავფრინდეთ ,გავცდეთ ცებს გავცდეთ ორბიტებს.
საჯო.
წესები და ნიმუშები ღუპავენ ხელოვნებას...ვისი სიტყვებია აღარ მახსოვს,მაგრამ არის რაღაც აზრიანი ვგონებ.
დაკიდება ქართული სიტყვაა და თუ გაინტერესებთ დაინტერესდით ამ სიტყვის ეტიმოლოგიით.
29. :) ვშიშობ რომ დაგამძიმებს ამდენი ''დაკიდებული''
ძალიან არ მინდა ვინმესთან მსგავსი დამოკიდებულება... ნუღარ შემოხვალთ მაგ ლექსიკით ჩემთან :) ვშიშობ რომ დაგამძიმებს ამდენი ``დაკიდებული``
ძალიან არ მინდა ვინმესთან მსგავსი დამოკიდებულება... ნუღარ შემოხვალთ მაგ ლექსიკით ჩემთან
28. ნწ. მე მკიდია.
ნწ. მე მკიდია.
27. არ გასწავლი.. ეს ისედაც იცი... შეგახსენე მხოლოდ:) არ გასწავლი.. ეს ისედაც იცი... შეგახსენე მხოლოდ:)
26. ნუ მასწავლით რა უნდა გავაკეთო და რა არ.
ნუ მასწავლით რა უნდა გავაკეთო და რა არ.
25. როცა ლექსი არ მოგწონთ არც ქულა უნდა დაწერო. ქულებს ჩემთვის ღირებულება არ გააჩნია ისედაც... :) როცა ლექსი არ მოგწონთ არც ქულა უნდა დაწერო. ქულებს ჩემთვის ღირებულება არ გააჩნია ისედაც... :)
24. დამხმარე რითმებიც გამოიყენე ლექსში.
ენობრივად მოსაწესრიგებელია.
საშუალოზე დაბლაა ნაწერის დონე.
და ტყუილად გაქებენ დამიჯერე.
5 .
წარმატებები . დამხმარე რითმებიც გამოიყენე ლექსში.
ენობრივად მოსაწესრიგებელია.
საშუალოზე დაბლაა ნაწერის დონე.
და ტყუილად გაქებენ დამიჯერე.
5 .
წარმატებები .
23. გენაცვალე , აი ლექსი.5555555555 გენაცვალე , აი ლექსი.5555555555
22. პასუხია ჩემივე წინა ლექსის:) პასუხია ჩემივე წინა ლექსის:)
21. ეს ვინმემ გაგაბრაზა და პასუხი მისწერე? :) შენ წერე, ნურავის უსმენ. კარგად გამოგდის. :) ეს ვინმემ გაგაბრაზა და პასუხი მისწერე? :) შენ წერე, ნურავის უსმენ. კარგად გამოგდის. :)
20. მაშ, რა ვქნა, თუ კი მცხელა მაშინ, როცა ყინვაა და მაცახცახებს პოეზიის სიცხით გათოშილს!?
:) ძალიან მომეწონა მაშ, რა ვქნა, თუ კი მცხელა მაშინ, როცა ყინვაა და მაცახცახებს პოეზიის სიცხით გათოშილს!?
:) ძალიან მომეწონა
19. ძაან მაგარია...... მართლაა......
+55 ძაან მაგარია...... მართლაა......
+55
18. გააზრებულად კარგია :) გააზრებულად კარგია :)
17. და დღემდე ქალებს პოეზია ქმარივით გვინდა! ვაიმე, რა კარგად სთქვიიიი?...:) მცირე შენიშვნების მიუხედავად, მშვენიერი პასუხია...:-* მე მგონი ზოგადად პოეტი და მოპოეტო ქალების...ანუ იმათი, ვინც "წერას' აუტანია...:) 5 და დღემდე ქალებს პოეზია ქმარივით გვინდა! ვაიმე, რა კარგად სთქვიიიი?...:) მცირე შენიშვნების მიუხედავად, მშვენიერი პასუხია...:-* მე მგონი ზოგადად პოეტი და მოპოეტო ქალების...ანუ იმათი, ვინც "წერას` აუტანია...:) 5
16. +2 shesanishanvia +2 shesanishanvia
15. მაშ, რა ვქნა, თუ კი მცხელა მაშინ, როცა ყინვაა და მაცახცახებს პოეზიის სიცხით გათოშილს!?
++ მაშ, რა ვქნა, თუ კი მცხელა მაშინ, როცა ყინვაა და მაცახცახებს პოეზიის სიცხით გათოშილს!?
++
14. მართლაც კარგი, ლამაზი და ძლიერი ლექსია მართლაც კარგი, ლამაზი და ძლიერი ლექსია
13. ძალიან კარგია ძალიან კარგია
12. გაიხარეთ! წარმატებები გაიხარეთ! წარმატებები
11. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს.
10. ქალები იყვნენ რადგან, ლექსი იმათაც სწვიმდათ, ასეა დღემდე, იცვლებიან თაობით მხოლოდ და დღემდე ქალებს პოეზია ქმარივით გვინდა!
მარტო ამისთვის ღირდა აქ შემოსვლა...
5 ქალები იყვნენ რადგან, ლექსი იმათაც სწვიმდათ, ასეა დღემდე, იცვლებიან თაობით მხოლოდ და დღემდე ქალებს პოეზია ქმარივით გვინდა!
მარტო ამისთვის ღირდა აქ შემოსვლა...
5
9. გენაცვალე!
5 გენაცვალე!
5
8. კი, ''ეზანი'' სწორი ფორმაა...:) კი, ``ეზანი`` სწორი ფორმაა...:)
7. და ქალთამზე. და ქალთამზე.
6. 5 ,,მაშ, რა ვქნა, თუ კი მცხელა მაშინ, როცა ყინვაა და მაცახცახებს პოეზიის სიცხით გათოშილს!?" –ეს სტრიქონები კარგად მიესადაგა ემოციას;
,,ქალები იყვნენ რადგან, ლექსი იმათაც სწვიმდათ," – გენაცვალე ამისთვის;
ეზანი სწორი ფორმაა;
კარგი მზექალა ხარ შენ. 5 ,,მაშ, რა ვქნა, თუ კი მცხელა მაშინ, როცა ყინვაა და მაცახცახებს პოეზიის სიცხით გათოშილს!?" –ეს სტრიქონები კარგად მიესადაგა ემოციას;
,,ქალები იყვნენ რადგან, ლექსი იმათაც სწვიმდათ," – გენაცვალე ამისთვის;
ეზანი სწორი ფორმაა;
კარგი მზექალა ხარ შენ.
5. ზმნა ზმნას, არსებითი არსებითს არ გაურითმო და ყველაფერი კარგად იქნება, ასევე ჯვარედინ რითმებზე იმუშავე. ზმნა ზმნას, არსებითი არსებითს არ გაურითმო და ყველაფერი კარგად იქნება, ასევე ჯვარედინ რითმებზე იმუშავე.
4. მაშ, რა ვქნა, თუ კი მცხელა მაშინ, როცა ყინვაა და მაცახცახებს პოეზიის სიცხით გათოშილს!?
555
საინტერესო საპოლემიკო ლექსია! ავტორი, რა თქმა უნდა ცამდე მართალია - პოეზიას არ გააჩნია სქესი და ასაკი!
ოღონდ: "ეზანის" კი არა, არამედ "აზანის" უნდა იყოს!
და წარმატებები! მაშ, რა ვქნა, თუ კი მცხელა მაშინ, როცა ყინვაა და მაცახცახებს პოეზიის სიცხით გათოშილს!?
555
საინტერესო საპოლემიკო ლექსია! ავტორი, რა თქმა უნდა ცამდე მართალია - პოეზიას არ გააჩნია სქესი და ასაკი!
ოღონდ: "ეზანის" კი არა, არამედ "აზანის" უნდა იყოს!
და წარმატებები!
3. და დღემდე ქალებს პოეზია ქმარივით გვინდა!
ჩემო შეუდარებელი პოეტესავ... რა მაგარი მიგნებაა ეს... ანნა, ძალიან მეამაყები :) და დღემდე ქალებს პოეზია ქმარივით გვინდა!
ჩემო შეუდარებელი პოეტესავ... რა მაგარი მიგნებაა ეს... ანნა, ძალიან მეამაყები :)
2. მაშ, რა ვქნა, თუ კი მცხელა მაშინ, როცა ყინვაა და მაცახცახებს პოეზიის სიცხით გათოშილს!? ან გენდერიზმი?! პოეზიამ რა იცის სქესი, რა იცის ჩარჩო, წყობილება, კანონი, წესი, მაშ, რა ვქნა, თუ კი მცხელა მაშინ, როცა ყინვაა და მაცახცახებს პოეზიის სიცხით გათოშილს!? ან გენდერიზმი?! პოეზიამ რა იცის სქესი, რა იცის ჩარჩო, წყობილება, კანონი, წესი,
1. მაშ, პოეზიას დედოფლები არასდროს ჰყავდა და დიდმა ანამ. იზამ, ბელამ მოიჭრან პეშვი?!... მაშ, დედოფალი უდიდეს მთებს, რომ ატირებდა, დაღონებულ მთებს, რომ შესცქერდა თავადაც ღონით ''საქართველოო ლამაზო''-ს რომ ყოველი ამბობს,
ანა კალანდაძე ქართული პოეზიის დედოფალია!
კარგი პასუხია, მომეწონა ''მზექალავ''. ;) ;) ;)
5 მაშ, პოეზიას დედოფლები არასდროს ჰყავდა და დიდმა ანამ. იზამ, ბელამ მოიჭრან პეშვი?!... მაშ, დედოფალი უდიდეს მთებს, რომ ატირებდა, დაღონებულ მთებს, რომ შესცქერდა თავადაც ღონით ``საქართველოო ლამაზო``-ს რომ ყოველი ამბობს,
ანა კალანდაძე ქართული პოეზიის დედოფალია!
კარგი პასუხია, მომეწონა ``მზექალავ``. ;) ;) ;)
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|