ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2010


გადაირბინა ქუჩაზე კატამ...

მთელი კვირაა სახლში ვარ და მგონია ქუჩა
მივიწყებული ნაცნობივით გადამეჩვია -
ვიტრინებს ყველა სილუეტი სახეზე უჩანს
და უჭრელდება მერე მზერა როგორც ეჭვიანს.

რუხი კედლების ჩამოღვენთილ უსახო სინთეზს
ყვავების გუნდმა გაუშავა ზურგი და ატანს
მათ ყრანტალს ღრუბლებს, დაბოლილი დუმილის მისნებს.
გადაირბინა როცა უცებ ქუჩაზე კატამ

წუთი შეყოვნდა, ჩემს პირდაპირ ფეხს ითრევს ქალიც,
ეხ! დაითარსა მგონი ეს დღეც, გამიშვით თქვენს წინ!
მთელი კვირაა სახლში ვზივარ, დღეს დრო მაქვს გავლის
ცხოვრება მაინც ხიდი არის გზამოკლე ბეწვის

როდის ჩაწყდება აქ... ან სხვაგან... არასდროს იცი.
გადაირბინა ქუჩა კატამ თუ როგორც იყო...
ხმელი ფოთლები, მონეტები ყრია და ითვლის
ქარი, რომ მერე დეკემბერთან ერთად გაიყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები