ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2010


სულის სარკმელი...

    რა მოხდა მერე, თუ მაგდალინელი ბევრად მეტია ჩემში?! რა მოხდა მერე, რომ ქრისტეს ფეხისთვის ვიზრდი თმას?!
რა მოხდა მერე, რომ მეწვის სული, ზრდა რომ შეწყვიტა?
"ნეტავ ჩაგვედინა რაიმე შემზარავი, რომ ჩვენს გარდა აღარავინ შერჩენოდა ჯოჯოხეთს“
                                                                                                        მარი ჩხაიძე
     

    ნოემბრის სუსხიანმა ქარმა გამიცია სული. მე-შ-ი-ნ-ი-ა. ზოგჯერ მძულს ჩემი თავი ამ უსუსურობის გამო!  უსუსურები არიან მშიშარა ადამიანები, მათი გათელვა ისევე მარტივია, როგორც შემოდგომის ღონემიხდილი ფოთლების...
    სიარულისას ყოველთვის დაბლა ვიყურები. მეგობარმა მითხრა: ამბობენ, ასე  ცოდვილები დადიან, თვალებში მალავენ ცოდვებსო. უხმოდ გავუღიმე…
  რას ვამბობდი?!
  სული გამიცივდა–თქო და მე გამახსენდა. მინდოდა, გაეთბო გათოშილ გულს მიღმა მიმალული ჩემი უბადრუკი სული, მხოლოდ ის თუ შეძლებდა ახლა ჩემს გაცოცხლებას.დაავადებასავით ყოფილა მე! ზეაღმატებულია სულისმიერი მეგობარი. დამეთანხმე, რომ შენ ამგავრი სიყვარული არ შეგიძლია...
    მე–ს როცა სცივა, მინდა გავათბო!  არადა მეც რომ  ცივი ვარ?!...
    მე როცა ცრემლები მომდის, ის მოდის და თვალებზე ხელებს მაფარებს, რომ ჩემი სისუსტე დამალოს!
    მე–ს ჰგონია, რომ მას მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, ცდება, რადგან ნარცისიზმით შეპყრობილი ადამიანები, არასდროს  ვნებენ საკუთარ თავს!  მე–ს კი სიკვდილთან  თამაში უყვარს ჩემსავით, ბავშვობიდან!
    მე–ს როცა უღმერთობას აბრალებენ, ვხვდები რა მარტივია, სხვისი ცილისწამება, რადგან მე მას ხშირად ვხედავ წმინდა გიორგის ხატთან დაჩოქილს.
    მე–ს ხშირად ვუყურებ როცა ძინავს, ის ფანჯარას ღიას ტოვებს, ალბათ, ანგელოზებს ელოდება, რომ სიზმრებში ფრთები შეასხან. არადა მახსოვს, ერთად ვიყიდეთ ბილეთები ჯოჯოხეთამდე. ისიც მახსოვს, ასე თქვა, სხვებს ვერ დავუთმობო და ყველა ბილეთი იყიდა უკლებლივ, სულ რაღაც ოცდაათ ვერცხლად.
    მე ისეთი მშვიდია, როცა სძინავს, რომ მისი სუნთქვის რიტმს ჩემს არითმულ სუნთქვას ვაყოლებ.
  მე, მე–ს მეგობარი ვარ –გაცივებული სულით!ის მოდის,მაშინ როცა ძალიან მიჭირს. მიყურებს  თვალებში და საკუთარ მე-ს ხედავს, ოღონდ გაშიშვლებული სულით. მე მითბობს სულს!
  წუხელ ისევ შევიპარე მის ოთახში. დილამდე ვუყურე. გამთენიისას, ფინჯანი ყავა დავუტოვე სასთუმალთან. მოვპარე ყველა ბილეთი და ფანჯრიდან გავიპარე...
        სარკმელს  ღიას ვტოვებ...

  ---------------------------------------------------
  მაპატიე მეგობარო! მაგრამ, სანამ შენ ბილეთებს იყიდდი, მე უკვე ნაყიდი მქონდა შენი ბილეთი- ჩემი სულის საფასურად!
                                             

                                    ჩემს მეგობარს- გიორგი მაკაველს



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები