ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2008


ფერისცვალება

დღეს ომი არ არის,
დღეს სისხლი არ არის,
ლოცვებით ნათხოვი
ფერის ცვალებაა!
მივხვდით და შევიგნეთ...
ვნახეთ და შევუნდეთ
თანამდებთა ჩვენთა.
ფერისცვალებაა!
ცხოვრება ცოდვილთა
რადგან წვალებაა,
ლოცვით მიღწეული
უფლის წყალობაა-
დღეს ომი არ არის,
დღეს სისხლი არ არის,
დღესასწაულია-
ფერისცვალებაა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები