ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ქეთუს
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2010


ნერვები...

ფეთქავენ ნერვები, ჩემივე (ა)ჩრდილის
თეთრი სამოსელის შავად დანახვისას,
ჩვენი მომავალი - ვენებგადაჭრილი
ხელზე ბინტად იხვევს მოკლულ წარსულს - სხვისას.

ფეთქავენ ნერვები და გულიც ხანდახან
მახსენებს თავის თავს მსუბუქი დარტყმებით,
მახსენებს და თითქოს ვბრუნდები წარსულთან
შეხვედრის იმედით, მგზნებარე თვალები

გეძებენ ყოველ წამს, თუმცა ვერ ვბრუნდები
ადგილზე, იმ დროში, სადაც მეგულები,
ჩვენს შორის წელია ათი თუ თხუთმეტი,
ჰო, ჩემთვის „სულ რაღაც“, შენთვის - „მეტისმეტი“.

ეს დღეც ერთ-ერთ მორიგ ღამედ ორთქლდება და
ჩამსხვრეულ ოცნებებს ვლანდავ ფანჯარასთან,
იმ განცდას გადარებ მე რომ დამებადა
ფიქრად და აზრებად, - გრძნობად ასიათას...

ვიზრდები, ცხოვრების ახალ საფეხურებს
ვქმნი და დედამიწის ბრუნვას ვედევნები,
სისხლი უდედდება მაჯებში ხმელ ვენებს
და
აღარც იშვიათად ფეთქავენ ნერვები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები