ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2010


სახეს ხელები...

სახეს ხელები! სახეს ხელები!- თეთრი კედრები...
გთხოვ, ახლა მარტოს ნუ დაგვტოვებ მე  და სამყაროს!...
შენი ხელები- უფლისადმი  ჩუმი ვედრება,
რომ დრომ და სივრცემ ერთმანეთთან აღარ გაგვყაროს.

ჩემი ბუნება-შენთვის ჩელოს უვერტურაა...
და ეს ისაა, რაც ყოველთვის ვიქნები შენთვის...
მე აღარ გკითხავ არასოდეს მოხვალ თუ არა.
შენც შეხვედრაზე, ნურასოდეს  ნურაფერს მეტყვი.

ნიავღვარივით მოვარდნილი, შენს სიმფონიებს
დავაბოლოვებ ჩელოს სიმზე ბოლო აკორდით...
რაც შენ გეხება ყველაფერი ჩემი მგონია....
შენზე ვფიქრობ და ფიქრებიც კი ლექსი გამოდის.

თუ ჩემთვის, ჩემი მიწიერი შვილის სული ხარ...
(შვილი სიკეთის ინსტიქტია ტყეში მტაცებლის)
მოგონებებად  ბავშვობიდან გამომყოლიხარ,
არ მაქვს სურვილი უცოდველის  ცოდვით დაცემის.

სახეს ხელები!-სახეს ხელები!- თეთრი კედრები...
გთხოვ, ახლა მართლა ხათაბალას არ გადამყარო!...
შენ იტირე და  დედამიწა არ დაბერდება,
განიწმინდება სინანულით მთელი სამყარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები