ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2010


მია... (ნათია ჯანაშიას)

მია, ახლა ისევ გრანელს ვკითხულობ და
სასთუმალთან მიდევს ახლაც მისი წიგნი.
მია, ჩვენ ორთავე მისით ვდიდგულობთ და...
მაინც არ გვასვენებს სამშობლოზე ფიქრი.
მითხარ: რით ვუშველოთ ჩვენ გაჭირვებულ ხალხს,
რითი დავეხმაროთ გასაჭირში მამულს.
ნაპერწკალიც არ არს გულში იმედის და...
დღესაც ამჩნევია დაღი ძველ სიყვარულს.
ალბათ ეშველება რამე საქართველოს,
რწმენით უნდა შევხვდეთ მერმისს ქართველები.
მია, ცალ-ცალკე ან ერთად ვადღეგრძელოთ
დიად წინაპართა წმინდა სახელები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები