ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2010


ვინ ვარ და რა მევალება

ვინ ხარ შენ ადამიანო?
მხოლოდ არსება ხილული?
მხოლოდ არსება მთლიანი
სული კი ძეცად ღვთიურის?
ვინ ვარ და კიდევ რას ვეძებ,
რა მევალება ამ ქვეყნად
მოსიარულეს ტყე-ღრეთი
ქართული სული დამყვება.
ვინ ვარ და მიწის ნაგლეჯი
ცაში - ღრუბელი მცურავე,
დროის ჟამისგან დაგლეჯილს
მზე მათბობს მხოლოდ მცხუნვარე.
მე ვარ ერთ-ერთი რიგითი,
მონა მაღალი უფლისა,
მე ვარ  ფურცლისა ნაგლეჯი,
ხან კი თამადა სუფრისა.
მე ვარ ბილიკი სავალი,
ხან - ხრამი, ხანაც - მინდორი.
მე ვარ სიტყვები მრავალი,
ხან - მწირი, ხანაც - დიდრონი.
არ ვიცი მაინც ვინა ვარ
ვეღარ გავიგე ვერაფრით.
უსიტყვი სიტყვის წერა ვარ
შეუზავებლად ყველაფრის.
ზემოთხსენებულ ყველაფერს
თავის ნიშანი ასვია,
თუ შესრულებას მოვასწრებ
სწორედ სიცოცხლის ფასია.
მიწა ვარს! უნდა დამტკეპნონ,
ღრუბელი - ცაში გავწვიმდე,
რიგითად, რომ ვირიგითებ
ნაგლეჯი ცეცხლში დავიწვე.
ხრამი ვარ!  ხრამში ჩავარდეს
ბოროტი სულის მიმცემი.
მინდორი - მინდორის ვარდებს
ზეცა მფარველობს ცისფერი.
რა მევალება? ის, რომ მე
ვიყო სამშობლოს მთა-ველი,
ვიყო მოშიში უფლისა,
კაცი ნამდვილი ქართველი.
ეს მევალებე ალბათ და
თუ შევცდი მაშინ დამსაჯეთ,
თუ ვერ გავიგე ვინ ვარ და
დე, თქვენ თვითონვე განსაჯეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები