ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2010


დისპრესია

ნახე -
თოვლია...
ალბათ, აპრილი გაიბუტა
მარტის შეხებით.
ვამსხვრევ სიჩუმეს,
დაორთქლილ მინებს მიღმა -
ქრება თვალები...
უცნაურია,
დღეს უთუოდ უნდა მენახე...
მაგრამ რატომღაც,
გადავყევი ისევ დალევას.
ღამის ორია,
იძინებენ ქარში ქუჩები.
ახლა ძნელია -
შეატოვო სახეს ღიმილი.
ირგვლივ ისეთი ტკივილია
თითქოს ეცემი
და არაფერი -
არაფერი ახლა არ მახსოვს,
გარდა შორიდან მოძახილი
მოთქმა ტირილის...
აქ აღარც მე ვარ,
აღარც მარტი,
მარტო თოვლია,
ამ უცნაურად გათეთრებულ,
უცხო ბაღებში
ისმის გასროლად -
გაფანტული ტაშის გრიალი.
როგორც მათხოვარს -
მაცილებენ ახლა გროშებად -.
შეშლილი,
მთვრალი,
არეული ჩემი ფიქრები...
დაბურულია ეს გზა
ახლა რევერანსებით,
კადრებად მოდის
მონატრება
და ისევ ათოვს -
ქუჩებს ლექსები,
ღამე კი, საოცრად გრძელია
და ცივი...
სასტიკად ცივი.
მახსოვს,
რომ ...
დღეს უთუოდ უნდა მენახე...
მაგრამ რატომღაც,
გადავყევი ისევ დალევას...
რომ არ მენახე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს