(ვუძღვნი მას, ვისაც ყველაზე ახლოს ვიცნობ, მაგრამ ჯერ არ გამიცნია)
წუხელ გამოფინა ბედმა წუხილები, ქარის დაბადების კარი (თან) დარაზა. ვგრძნობდი, ეხებოდა მაშინ სულს ხელები და მე შენ გიხილე, შენ მე, ზნელამაზი.
ანუ დამესიზმრე... მზე... მე... და გოგონა... ვცურავთ... ოკეანე ნეტა თუ იცლება? ასე, ერთდროულად, ცხადი არ მეგონა,– ერთი სულისცალის ათი გულისცემა.
რაღაც იმნაირი, რამე საოცარი წუთი დამეწვეთა, წვეთი დაიწრიტა, – რომ მე დავიძირე; შენ კი ჩამოსცარი სხივებს ცისარტყელა სამოძრაო წრიდან.
მთელი მდინარეთი, მერე, გამოსცალე; მერე გაელვების მზერა დამეწია. ციდან მოსულია ჩემი სალოცავი, ვიცი, სინარნარე მისი; და მისია.
თურმე მართალია, ისე გამრთელდება ამ დროს, – დასერილი გულის უდროობა, – რომ ვერც გაიღვიძებ, ვიდრე გათენდება; რომ არც დაირღვევა თეთრი მყუდროება.
წუხელ გამოფინა ბედმა წუხილები... ვიწვი უხმაუროდ და ვწერ თან ამაზე. ვგრძნობ, რომ ჩაეკონა ახლა სულს ხელები და მე შენ მაშენებ, შენ მე, ზნელამაზი.
ავტორი: მუხრან აბაშიძე,12 დეკემბერი, 2010 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. 5 გულრწფელად!!! გაიხარე შენა!!! 5 გულრწფელად!!! გაიხარე შენა!!!
16. 5 გაიხარე შენა!!! 5 გაიხარე შენა!!!
15. ანუ დამესიზმრე... მზე... მე... და გოგონა ვცურავთ... ოკეანე ნეტა თუ იცლება? ასე, ერთდროულად, ცხადი არ მეგონა,– ერთი სულისცალის ათი გულისცემა ულამაზესი სიტყვებია!!! :) :) :) ანუ დამესიზმრე... მზე... მე... და გოგონა ვცურავთ... ოკეანე ნეტა თუ იცლება? ასე, ერთდროულად, ცხადი არ მეგონა,– ერთი სულისცალის ათი გულისცემა ულამაზესი სიტყვებია!!! :) :) :)
14. ლამაზიააა ჭია-ჭიას უთხარი და გაპოვნინებს;) ლამაზიააა ჭია-ჭიას უთხარი და გაპოვნინებს;)
13. რაღაც იმნაირი, რამე საოცარი წუთი დამეწვეთა, წვეთი დაიწრიტა, – რომ მე დავიძირე; შენ კი ჩამოსცარი სხივებს ცისარტყელა სამოძრაო წრიდან.
თურმე მართალია, ისე გამრთელდება ამ დროს, – დასერილი გულის უდროობა, – რომ ვერც გაიღვიძებ, ვიდრე გათენდება; რომ არც დაირღვევა თეთრი მყუდროება.
ლამაზად ჩავიკითხე ბოლომდე, ვფიქრობ ასევე მოეწონება ჯერვერგაცნობილსაც :-* :) +++++ რაღაც იმნაირი, რამე საოცარი წუთი დამეწვეთა, წვეთი დაიწრიტა, – რომ მე დავიძირე; შენ კი ჩამოსცარი სხივებს ცისარტყელა სამოძრაო წრიდან.
თურმე მართალია, ისე გამრთელდება ამ დროს, – დასერილი გულის უდროობა, – რომ ვერც გაიღვიძებ, ვიდრე გათენდება; რომ არც დაირღვევა თეთრი მყუდროება.
ლამაზად ჩავიკითხე ბოლომდე, ვფიქრობ ასევე მოეწონება ჯერვერგაცნობილსაც :-* :) +++++
12. ულამაზესი ლექსია!+2გაიხარე, მუხრან!:))) ულამაზესი ლექსია!+2გაიხარე, მუხრან!:)))
11. თქვენ გენაცვალეთ. თქვენ გენაცვალეთ.
10. კარგია
მოკიკითხე ძმაო..
5 კარგია
მოკიკითხე ძმაო..
5
9. კიდევ ვკითხულობ... მოფერია ლექსია, მუხრან :) კიდევ ვკითხულობ... მოფერია ლექსია, მუხრან :)
8. ვგრძნობ, რომ ჩაეკონა ახლა სულს ხელები და მე შენ მაშენებ – გულისთვალლამაზა.
ლამაზი და მყუდრო სიზმარია... :) და ლამაზად ფიქრობ შენ... :) ვგრძნობ, რომ ჩაეკონა ახლა სულს ხელები და მე შენ მაშენებ – გულისთვალლამაზა.
ლამაზი და მყუდრო სიზმარია... :) და ლამაზად ფიქრობ შენ... :)
7. :) არის კარგი ნიგნებები... :) არის კარგი ნიგნებები...
6. ძალიან მომეწონა მუხრან,გაიხარე +5 ძალიან მომეწონა მუხრან,გაიხარე +5
4. გულისთვალლამაზა.
:) გულისთვალლამაზა.
:)
3. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
2. ძალიან ორიგინალური და ემოციური ლექსია :) მომეწონა :)
თურმე მართალია, ისე გამრთელდება ამ დროს, – დასერილი გულის უდროობა, – რომ ვერც გაიღვიძებ, ვიდრე გათენდება; რომ არც დაირღვევა თეთრი მყუდროება
რა ლამაზი სიტყვებია!!!! :) ძალიან ორიგინალური და ემოციური ლექსია :) მომეწონა :)
თურმე მართალია, ისე გამრთელდება ამ დროს, – დასერილი გულის უდროობა, – რომ ვერც გაიღვიძებ, ვიდრე გათენდება; რომ არც დაირღვევა თეთრი მყუდროება
რა ლამაზი სიტყვებია!!!! :)
1. +5 მომეწონა. +5 მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|