ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2008


არალექსი

მე ყოველდღე


მე ყოველდღე ვიღვიძებ მარტო.
მე ყოველდღე არ გამოვდივარ სახლიდან.
მე ყოველ დღე ვარ ყოველდღიური
და მე ყოველდღე ვხდები ყოველი მეორე დღე.
რომელიც თავისავად არის ყოველდღე
და ყოველდღიურად მოაქვს რაღაც.
რაღაც, რასაც გულმოდგინედ ვიკუჭავ ჯიბეში.
რომელიც არ ივსება.

მე ყოველდღე ვიღვიძებ ერთი.
შენც ყოველდღე იღვიძებდი ერთი.
მე ყოველდღე ვიფუჭებ ფილტვებს,
თუმცა ვიცი რომ ვიფუჭებ ფილტვებს.

მოულოდნელი არ იქნება
თუ
ერთ მშვენიერ დღეს,
ერთ მშვენიერ თავსხმა წვიმაში,
მე გავიღვიძებ, დავლევ ყავას,
მოვწევ სიგარეტს, მოვწევ მზეს,
მოვწევ მზის ჩრდილებს
და ვეტყვი

მე ყოვლდღე ვიღვიძებდი მარტო,
მე ყოველ დღე არ გამოვდიოდი სახლიდან
და ყოველ დღე ვიყავი ყოველდღური
მაგრამ დავიღალე.


და კიდევ




. . .


ღამე სიჩუმეა, მიტოვებული საფლავიდან ამოძახილი.

ყური დაუგდე, გიძნელდება, ადგილს ვერ პოულობ.
მარტოობაში ბევრი ხალხია შენს, სიჩუმეს იქ ვინ მოუსმენს?!

ყური დაუგდე, სასთუმალზე ამონასუნთქი, თბილი ჰაერიც
სიჩუმეს არღვევს. ქუჩაც ისეთი გასუსული აყურადებს სიცარიელეს?!

თვალები დახუჭე, ნუ ჩასცქერი ასე თვალებში, ღამე მორცხვია,
ყველაზე მოკლე გაფიქრებაში გაგეპარება, შენს სიჩუმეს ვიღა გაიგებს?

არსაიდან დაიწყო რადგან, ვერსაიდან მიეპარები, გაფაციცებით,
სიყვარულიც სისულელეა, ამდენ ყვავილებს?! ვინ დაგიჯერებს?!

არსაიდან დაიწყო რადგან, ღამეს ასეთი სიყვარული სად შეუძლია?!
არასოდეს ჰყოლია დედა, ვინ დაემარხა? ვინ დაეტირა?

ლაპარაკი არ იცის ღამემ. ლაპარაკი არ იცის ღამემ. ღამე სიჩუმეა

ყური დაუგდე! მარტოობას დაეძინება. იქ რომ ხალხია, მათი
სუნთქვაც ხელს არ შეგიშლის, არ შეგაწუხებს, ჰო მოუსმინე,

ღამე, სიჩუმეა... ღამე სიჩუმეა... არსაიდან დაიწყო ღამე.



და კიდევ

მიძღვნა


. . .




ბროწეულის ფერია ბაგე შენი ნახეთქი
თაფლისფერი თვალებით ისე შემომციცინებ,
მე არ მიყვარს დუმილი,ანგელოზო რამე სთქვი!
გსუნთქავ ალმოდებული, მგონი ვეღარც ვიძინებ.

როცა მგონიხარ აქვე ახლოს, ისე შორსა ხარ?!
იქნებ ვერ, იქნებ არ გამხელილ, ან არსაიდან,
ვარდის ყველაზე სურნელოვან ყელგადმოსახარ,
ეკლების შიშით საბოლოო ცოდვას ჩავიდენ.

ეგ ბაგეები შთაგონების წყაროა თუმცა?!
მე არ მრცხვენია, ანგელოზო ნურც შენ შეგრცხვება.
არის ისეთი სიმსუბუქეც, ყველას რომ უმძიმს,
როგორც ჰაერის მომაკვდავი სუნთქვით ვერ ძღება

ხო ეგ ნაკვთები თუ ჩემია და ეგ გიშერი,
გაუკვირდება ნურასოდეს და ნურც ნურავის.
თუ გინდა წავალ! მაგრამ ვიცი არ გამიშვებენ,
სანამ ბოლო გვერდს ბაგეები არ დახურავენ.

ბროწეულის ფერია ბაგე შენი ნახეთქი
შენი თმების სურნელი არ შორდება ნესტოებს
მე არ მიყვარს დუმილი,ანგელოზო რამე სთქვი!
ანდა ჩემს პანაშვიდზე მიხაკებით მესტუმრე.
და სთქვი მოჰკლეს პოეტი ვინც ოდესღაც
დამხატა
და მე დაგელოდები,დალოდებით უეცარ
ამელნებულ ზეცაზე ნარიყალის ბარხატთა
მთვარის ბნელ სილუეტთან
მთვარის ბნელ სილუეტთან
მთვარის ბნელ სილუეტთან
შენს დახატვას ვეცადე.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები