ავტორი: ანანე კიკნაძე ჟანრი: პოეზია 13 დეკემბერი, 2010
დილიდან ზამთრამდე
მარსელი, ძველ პორტთან დავსახლდი, სიჩუმე მე თვითონ მბეზრდება; დილიდან თავნებობდა ოკეანე და მერე, ბედს დანებდა; შუადღე - ჩამოცხა, ვისვენებ ნაპირზე ჩაძირულ ხომალდთან; საღამო-ჭრიალებს კარი და ვსაუბრობ ნიავის გამებთან;
ზაფხული-მეთევზემ შეღებულ საყელოს თვალიც კი დაადგა; ნესტია, აცივდა... თვე არის, სხვა ფერი გადაჰკრავთ გემბანებს; გათოვდა, თეთრია სიჩუმეს ჩვეული, მოლურჯო დარაბა; აპრილი-ლოდინი გამოთბა, კვირტები დასკდომას ბედავენ;
იწყება თავიდან... გიყვები თუ როგორ მბეზრდება სიჩუმე, მარტო ვარ, ყოველდღე ვხატავ და გადამაქვს ტკივილი დილამდე; შუადღე- ცა ისე ლურჯია, რომ დაუფიქრებლად ვიჩუქე; ღამდება- დავხურე კარი და სხეული საწოლზე მივაგდე;
ვერ ვთბები, წვიმებმა არ მკითხეს, რანდევუ გადადეს ზამთრამდე; შობაა, მხრებზე მაქვს პლედი და წინდები ჰკიდია კედლებზე და ვიდრე მე ნებას დავრთავდე გაზაფხულს ხასიათს ზაფრავდეს... ზაფხული-ვბრაზდები, თავისას არ იშლის ისევ ის მეთევზე.
"იწყება თავიდან... გიყვები თუ როგორ მბეზრდება სიჩუმე, მარტო ვარ, ყოველდღე ვხატავ და გადამაქვს ტკივილი დილამდე; შუადღე- ცა ისე ლურჯია, რომ დაუფიქრებლად ვიჩუქე; ღამდება- დავხურე კარი და სხეული საწოლზე მივაგდე; " ყოჩააღ ! +2

ძალიან მაგარია 5

ეს ლექსი იმდღეს გარედან წავიკითხე და ეხლა გეტყვი..ძალიან ჭკვიანი ავტორი ხარ,ეტყობა ხოლმე შენს ლექსებს რომ კარგად ნაფიქრია,გააზრებული და უდავოდ ძალიან ხარისხიანად შესრულებული...მომწონს როცა ავტორი მუშაობს თავის თავზეც,თავის პოეზიაზეც და არ აფუჩეჩებს იმ საქმეს რომელიც უყვარს...ცდილობს შეინარჩუნოს ინდივიდუალურობა,შეიტანოს სიახლე..
დიდ პატივს გცემ და მომწონს შენი პოეზია:)
ეს ლექსი იმდღეს გარედან წავიკითხე და ეხლა გეტყვი..ძალიან ჭკვიანი ავტორი ხარ,ეტყობა ხოლმე შენს ლექსებს რომ კარგად ნაფიქრია,გააზრებული და უდავოდ ძალიან ხარისხიანად შესრულებული...მომწონს როცა ავტორი მუშაობს თავის თავზეც,თავის პოეზიაზეც და არ აფუჩეჩებს იმ საქმეს რომელიც უყვარს...ცდილობს შეინარჩუნოს ინდივიდუალურობა,შეიტანოს სიახლე..
ანე.მომენატრა შენი ლექსები და პირდაპირ ამით რომ დაიწყე, შემოგეპარებინა ჯერ რამე მსუბუქი :D მაგარი ხარ, თანამეოთახევ (აბა ჩემი თანამეოთახე ცუდი ვერც იქნება :D )