ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2010


ს ი ზ მ ა რ ი



შეხედე ღამეს ,კატის თვალებით ,

შეხედე ღამეს ,ღამის თვალებით ,

დაბრუნდა სული ,

რომ  თამაშობდა ,  ქუჩაში ,ღამით.



შეხედე ღამეს, კატის თვალებით,

შეხედე ღამეს...  გადატეხილა

ბაღის ღობეზე  ,

როგორც  მინა...ცის ყალბ  ჩარჩოში



არ ითამაშო  ამ ღობის იქით,

იქ ჩაკეტილი ეკლესიაა...

და ღმერთი ახლა იქ არ არის!..

იქ  დარაჯია  მხოლოდ , მთვრალი,

დაგინახავს , დაგიცაცხანებს.......



ჯობს გააგრძელო ეს თამაში,( მოჩვენებებთან )

რადგან ძნელია ნახო ––– ადამიანი !...

რომელიც  შენთან .....    არ ითამაშებს !...

და ვერასდროს,ვერასდროს, წაასწრებ  მას ,კულისებში,

მიყრდნობილს ქუჩის ყალბ, ნახატ დეკორაციაზე,

შეცვლილი სახით .... და  იტყვი :  ო ღმერთო !

ეს რა არის ?... განა  ესაა  მთელი  ცხოვრება ?.

როგორც  დაკეტილი ეკლესია,

სადაც ღმერთი  უნდა იყოს....  მაგრამ  არ არის!...




შეხედე  ღამეს ღამის თვალებით,

არ გაახილო !... ეს სიზმარია--

კატის თვალებში.



13.12.2010.  სერგეი  ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები