ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
16 დეკემბერი, 2010


მონოლოგი მუზასთან...

   

  შემოდგომის თბილი საღამო იყო. შენკენ მოვიჩქაროდი. მოსახვევში ჭადრის ხე ვერ შევნიშნე და შევეჯახე. ოქროსფერი ფოთლებით იყო შეფერილი. მიყვარს ყველაფერი - რასაც ოქროს ფერი ადევს. გავვოცდი, როგორ ჰგავდა ჩემი ილუზიის ფერად სამყაროს. დღეს კი, დღეს ეს ხე გაძარცვული დამხვდა. მხოლოდ ერთი ,ღონემიხდილი ფოთოლიღა  შერჩენოდა ობლად.
  საღამოს 9 საათია. ბნელა. რუსთაველის ქუჩას მივუყვები... ფილარმონიამდე მივედი და მუზას ავხედე. როგორც ყოველთვის, ცივი და გაქვავებული მზერა ჰქონდა. ,,ელვისში“ შევედი და ორი ფინჯანი ყავა  შევუკვეთე შენთვის და ჩემთვის. ჩანთიდან ფურცლის ნაგლეჯი ამოვიღე. წარმოვიდგინე, რომ ჩემთან ხარ. მინდოდა რამე დამეწერა, მაგრამ კალამი გამიშეშდა ხელში! ვეღარ ვწერ!
  ვგრძნობ,  შენდამი სითბოც მინელდება. მეშინია, ფილტვებში არ შეაღწიოს. სუნთქვა შემეკვრება. უშენობის ჰაერი ისედაც მძიმეა ამ უჰაერო ქალაქში. მენატრება შენი თბილი, ვნებამორეული სუნთქვა ჩემს სახესთან ახლოს... ჩემს ტუჩებთან არ-შენახები პირველი კოცნა....
  მოდი, მუზავ! მომაფარე შენი თბილი სული, სანამ საბოლოოდ გავიყინები. წლების წინ გულგაციებულმა, ცივი და უკარება ქალის ნიღაბი მივიკარი. მხოლოდ შენ გაბედე და წამებში გაარღვიე ჩემში სიძლიერე!
  მოდი, მუზავ! მოდი, მაგრამ თუ მოხვალ, მომიტანე გრძნობით სავსე რითმები. დავიღალე. სხვანაირს ვეღარ მიგიღებ! უგულო  ხომ ჩემი თავიც მეყოფა... ვეღარ ვწერ! უშენობის ბორკილები მადევს ხელებზე!
  მოდი, მანამ, სანამ ბოლო ფოთოლი ჩამოწყდება ჭადრის ხეს...
    მერე?
        მერე ზამთარი ისედაც მოვა...
                                                                13 დეკემბერი. (რუსთაველის გამზირი.)
                                                                                           
                                                                                                            ( ბოლო წერილი მუზას )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები