ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2010


უფარდო სახლი.

შენი ფანჯრის წინ მდგარ ჭადარზე,
დეკემბრის ქარს მოუპარავს ყველა ფოთოლი.
დგახარ ბებიის ნამზითვარი მაგიდის ბოლოს
და ვისკის ჭიქას აპარებ მზერას.
შენ ახლა აზრად არ მოგივა, რომ შენს ფანჯრებში,
ორი დიდი, ჭორიკანა,მოლურჯო თვალი,
შენი და ვისკის ყურებით თბება.
სადღაც შორიდან  შენი ჭადრის
ხმელ ტოტებს ხერხავს ცივი თვალებით...
რომ დაინახო, რა აუტანლად მარტივია
ჭოგრიტით ხელში,შეგეზარება.

ასე და ასე...

ნუ დაჰკიდებ ფანჯრებზე ფარდებს-ერთი ქალისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები