ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

წამო, ხევსურეთს წავიდეთ! (ძღვნად ლიკა ოხანაშვილს)

წამო, ხევსურეთს წავიდეთ,
მუხლში სანამ გვაქვს ძალაო.
ლაშარის ჯვარი გფარვიდეს,
შენც ჯვარ გეწერას ქალაო.
ჯაბუშანურის არხოტში
ნისლები გადიყარაო.
წამო-წავიდეთ, დავტოვოთ
მეტეხი... ნარიყალაო.
მალამოდ ეცხო სიტყვა გულს -
ტკბილი, ვით იავნანაო.
ასე სცოდნია სიყვარულს,
მისით ბიბინებს ყანაო.
წამო, ხევსურეთს წავიდეთ,
სანამდის შეგვრჩა ძალაო.
გუდანის ჯვარი გფარვიდეს,
შენც ჯვარ გეწერას ქალაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს