ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2010


***

პირველი კოცნისაგან
ერთნაირად შეჩერებული
სუნთქვა და ღიმილი.

***
სიყვარულის აღმართს შეუდგა
და მაშინ დაინახა
ცამ მისი ფიქრები...

***
ერთმანეთს მხრებით მიხუტებულ
სკამებსაც ემჩნევათ,
რომ სიყვარულია სახლში.

***
შორეულ მწვერვალებზე
აისის გამოჩენა
იგრძნო გულმა და გამოგაღვიძა.

***
ქორწილი
სიცოცხლის და სიკვდილის,
მზე-ხელისმომკიდე...

***
გულში ცრემლი
და თვალებში
იმცრემლის ნათება.

***
პირველი ვარსკვლავი-
სიხარულისგან წამით გაჩერებულ
გულივით ლამაზი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები