ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: იუმორისტული
17 დეკემბერი, 2010


ერთ ყურში შეუშვებს, მეორეთი გაუშვებს

ვზივარ და შენზე ვუყვები ბუხარს:
ზამთარს უშენოდ როგორ გავუძლებ?
ამ ყურში, ჩუმად, ჩურჩულით ვუთხარ,
ვიცი, იმ ყურით, გარეთ გაუშვებს
და შორს წაიღებს ჩვენს ამბავს ბოლი,
ხიდან ხეზე და სახლიდან სახლში,
როგორც ამბობენ, ასეთი ჭორი,
უფრო ადვილად ვრცელდება ქარში
და რაც მეგონა გულდაგულ ვმალე,
მთელი ქალაქი გაიგებს წამში.

ვის უნდა ვენდო, აღარ ვიცი,ყველა მღალატობს.
საკუთარ ბუხარს საიდუმლოს  ვეღარ გაანდობ.
ვეჩურჩულები ჩუმად, ჩემთვის...-კვამლი ბარათობს...
ვხედავ, ისეთი პირი უჩანს, ქალაქს დაათოვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები