ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2010


მელოდე ... (აფხაზეთს)

მელოდე, მოვალ და ავუშვებთ იალქნებს,
იფეთქებს ღრუბელი, წამოვა ქარტყვია,
წეროს გავატანე ოცნების ხურჯინი
იქ, მწვანე კუნძულზე, მზე რომ გარს არტყია.
ჩერო მოუნახე ცხელ ნაპირს ქვიშიანს,
ვარ ძაფის თოჯინა და თვალებს შიშიანს
ვაყოლებ ჰორიზონტს...
მელოდე, ავუშვებთ იალქნებს,
და როცა ვიმეხებთ
ორთქლი ავადინოთ ტალღიან ნაპირებს,
ვერ გადამაჩვიეს მე ქვიშის საათებს
და ბოლო წამები ათვლის წერტილიდან
ჩემს მოგონებებში ბნელ ღამეს გაათევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები