ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2010


აუხსნელი სიზმარი

თუნდ გაიფანტოს ესე სიზმარი,
ცხადია – შიში არ ზის ამაში,
და დაიწყება ისევ თამაში,
მათი ლანდებით ნამოისრალი.

ანუ, რა იყო სევდის ნაპირი,
როს გაირინდა უხმოდ სინაზე;
გრძელი ცხოვრების ხმები სცენაზე;–
მოკლე ხილვების მოპირდაპირე:

შორს ქანაობდა შოუს სცენარი,
წ ა მ ს  ა წ ა მ ე ბ დ ა  წ ე ლ ი ს  წ უ ხ ი ლ ი,
ნათელ მხარეში მკრთალი, წუხელი,
ფიქრი ბჟუტავდა მოუსვენარი.

უმალ,სცენაზე ვიხმე ბ უ ნ ე ბ ა:
გზას დაეფინა მგზნებარე ხედი,
რასაც, ზღვის ხმიდან გზავნილი ხიდი,
მთა ფოთოლივით ესალბუნება.

თრთოლას სიმწვავის უჩანდა ჩქერი,
სივრცე–გაშლილი, შეშლილი–შველი,
უსაშველესი ლოდინი–შველა
და მოჩუხჩუხე,  სქელი ჩანჩქერი.

ფიქრთა წყებაში ყველა სართული,
თითქო სიმაღლის წარსული ტყვეა.
ლანდმა გახვრიტა გამჭოლი ტყვია,
მკერდზე მოფიცხულ ყურში ჩართული.

ვარ უხილავი ხილვის მმართველი:
შუაღამისას სმენა–ყივილი.
სამოთხიური ფერის ყვავილი–
ღერძს საქართველო ჰყავდა სართველი.

თუ, ეტეოდა მწველი მზე რაში,-
არ დამცდენია თუნდ ერთი ს ი ტ ყ ვ ა,
თუმცა გონიდან მმოსავდა სეტყვა
და დროს ვხედავდი დროის მზერაში.

ეს, ასე იყო სუნთქვა ნამული,
თვალზე ჟონავდა მშრალი კურცხალი,
მიწამ დალია გულის ფერცხალი,
მთვარემ კი გულით მოთქვა მ ა მ უ ლ ი.

ნიავს ხმა ჰქონდა ქართა – სულ ნელი,
სიზმარივით და ცამდე მართალი.
ჰყვაოდა ირგვლივ ყველა სანთელი,
ყვავილს კი მზიურ სწვავდა სურნელი.


ღამით ხატავდა დღეზე ფრინველი,
დღე ზანზარებდა : ფრენს ფრთახატულა.
ღრუბლის უსახო სკვერს ჩახუტული
მხატვარი იყო მაშინ პირველი.


სულს ეხებოდა ნამი ფენაში,
ცას მისწვდომოდა მკვდარი მერცხალი.
და მე კი უკვე, თუმცა ცოცხალი,–
ქვევიდან ვწერდი სივრცეს ზ ე ნ ა შ ი.

                                                              ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები