ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიი231
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2010


იქნებ მოხვიდე ...

მოკლეა გზები და ნაბიჯებს იტევს ათასებს,
დღესაც გათოვდა, დეკემბერი სახელს ამართლებს,
დავუცდი თოვლზე გამოჩენილ პირველ ნაკვალევს,
იქნებ მოხვიდე, ამ ცხოვრების ჩუმად გავლამდე...
    მოკლეა გზები, შენ კი ასე შორი ხარ მთებზე,
    უაზრო ლოდინს მივეჩვიე, შენ რომ გადამდე,
    დღესაც მოლოდინს შევუპყრივარ, ბუხართან ცეცხლზე
    ვცადე დამეწვა ყველა ფიქრი მოსული დღემდე...
მერე და რისთვის დავაგროვე ამდენი სითბო,
აი ცეცხლის წინ მოგონებაც ფრთხილად გავშალე,
რამდენჯერ ვცადე მიტოვება ქუჩაში სადმე,
მაგრამ სულ ყველგან სავსე დამხვდა ყველა სანაგვე.
    "გრძელია გზები", ვიტყვი ჩემთვის, ამით გამართლებ,
    წელსაც ეს თოვლი ჩემთან მოსვლის ნებას არ გაძლევს,
    მაინც დავუცდი პირველ თოვლზე უცნობ ნაკვალევს,
    იქნებ მოხვიდე ამ ცხოვრების ჩუმად გავლამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები