ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომსაძენინო
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2010


ხმელეთის მზეო

აღმა, დაღმა გრძნობით მოსიყვარულე...
ბინა უმისამართო როგორც რუხი კარავი...
სიყვარულის სახელით ისე მოგიკაკუნებს...
მარტო მოვა მეგზურად დასჭირდება არავინ...
მოსვლა შენი ნებაა არ გაგიშვებთ არავის...
გაგიჭირდეს იქნება მასპინძლების მიგნება
შეგაშინოს დეკემბრის სუსხიანმა თითებმა...
გრძნობა ვერ მოგიფიქრე, გულმა ვერ გაგიბედა
მხოლოდ სიყვარულისთვის თუკი ვერ გაგიმეტა...
შუბლი ნუ შეიკარი გაღიმება გიხდება...
არ გახვიდე ჭადრებთან, ბინდი გაიფანტება...,
ხმელეთის მზედ გაჩენილო, სითბო სად გეკარგება?...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები