ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2011


სალაღობო (თამთა ნაცვალაძეს)


გაიღიმე, გაიშალე ეგ თმები,
იმზიანე... გული გაიხალისე.
სიხარულით ცას იფრენენ მერცხლები,
თუ მოიგებს საქართველო კრწანისებს.
გაიღიმე, გაიშალე შენ თმები,
ღიმილებით შეეგებე აისებს.
მოყვასისთვის უნდა შეძრა ეგ მთები,
სიხარულით მიეგებო მაისებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები