ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2010


მარტოობა როგორც ჯალათი...

როდესაც ზიხარ, სიახლოვეს კაცია ათი
ანდაც თხუთმეტი, შენ კი უცქერ  სიცარიელეს,
თავს დაგდგომია მარტოობა როგორც ჯალათი
და შენს გარშემო მილიონი სახით ტრიალებს.

გინდა თუ არა უკირკიტებ ათასგვარ წვრილმანს,
მერე თხემიდან ტერფებამდე გადუნებს შიში,
რადგან თვალებზე გაფარებენ ყოველთვის შირმად,
რაც არასოდეს არ ყოფილა შენგან და  შენში.

არა გაქვს წონა-უწონობის შეგრძნებით გძინავს,
აწვები შუბლით რკინანარევ ბეტონის კედლებს
ან მუშტით ამტვრევ შედარებით იოლად იმას,
რაც ამ უიღბლო გაჩენიდან შემოგრჩა დღემდე.

არეულია დარბაზი და ისევ გაშინებს
სხეულთა შორის შენი სულის პლასტიკა არ ჩანს,
მერე კი ზომავ გრძნობას ისე ვიწრო არშინით
მადლობელი ხარ, თხუთმეტიდან ერთიც თუ დარჩა

შენი ერთგული, ან შენ თუ დარჩი ისე როგორც,
ნაპირს ქვიშანი დარჩებიან მიქცევით წყლების,
ან როგორც ღმერთი ყველაფრისგან ისვენებ ბოლოს-
''მეგობრის'' ხელით, შენთვის გათხრილ საფლავში წვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები