ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2010


მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა

თვალებს , დაღლილ თვალებს ,

აღარ ეჯერება,

რომ შენ წახვედი და

აღარ დაბრუნდები,

ახლა შენი სუსტი ხმა რომ მომაწვდინო,

ისევ ავფეთქდები, ისევ ავენთები...

ნეტავ სად დაგკარგე,

ასე, უცაბედად,

ნეტავ სად დაგტოვე,

როგორც ცელქი ბავშვი...

ახლა გიხსენებ და ვგრძნობ რომ მეტირება,

შენ ხომ პატარა ხარ,

ცრემლი შენც გიბრწყინავს თვალში...

....თვალებს, დაღლილ თვალებს

აღარ ეჯერება,

რომ შენ წახვედი და....

აღარ დაბრუნდები სახლში.



20.12.2010. სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები