ზამთარია... ცა მთვარიან ღამეს გვირგვინს ხდის – რკალს თავისკენ ეკიდება თითქოს... კვდება თან მეფე, ოდენ მოთენთილი დილის გრგვინვამდეც. სიზმარს კი იქ გაუძარცვავს, რაც რამ გვებადა–
სადაც ძლიერ განვიცადეთ, სადაც გრძნობა დის, სადაც უცებ ჩაგვიტარა, უცებ, ბედმა ცდა... შემდეგ დილა... გარეთ თოვლი, თეთრი, ცნობადი... და სურვილი – წუხანდელი სცენა გვეცადა –
ახლა, როცა დღის სინათლე ნაცნობ ფერებს შლის; ახლა, როცა გადნობამდე მზე თოვლს უშლის ძვალს. თუმცა, მანამ, – ვერ ვათავსებ ნატვრას ბგერებში – რა ლამაზი იქნებოდა ფეხშიშველი სვლა
თეთრ მინდორშიც, სულ, სულ თეთრში, რა ლამაზი, რა. მზეს გავცემდი, რომ ეს მზერა დაენახა თვალს, სხვისი მაინც... ამ სურვილმა ტვინი აზილა და ოცნების ჰორიზონტსაც, ვით ნატვრის ხეს, რთავს–
ახლა, როცა დაქანცულნი, ვწელავთ ახალ წელს, ველ–მინდორს კი მთებში, მაღლა, ელანდებათ ცა. გეგონება ღამეშიც კი ბინდი აღარ წევს... შთაგონებამ უსასრულო მოლოდინი ცრა –
თოვლისფერი ვარსკვლავები როცა უხმოდ წვიმს დაბლა, ბარშიც... და ნელ–ნელა მიწას აცვამს ტანთ. თუ გარეთ ხარ, შუაში ხარ, რწევას უხმობ წრეს, გსურს წვიმაში დაიკარგო და დაიწვა თან.
ზამთარია... იკარგება ქარი უფრო მით, დრო ცეცხლს მზეზე გარინდებას უკიდებს, ანუ. მთავარია დრო დაადნო სქელ ნამქერივით და გზას გეზი მოუმართო – უკიდეგანო.
ავტორი: მუხრან აბაშიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. შთაგონებამ უსასრულო მოლოდინი ცრა –
თოვლისფერი ვარსკვლავები როცა უხმოდ წვიმს..... -------------- მეტად ლამაზია... მეტად...... :) მოკითხვა მუხრან...... :) შთაგონებამ უსასრულო მოლოდინი ცრა –
თოვლისფერი ვარსკვლავები როცა უხმოდ წვიმს..... -------------- მეტად ლამაზია... მეტად...... :) მოკითხვა მუხრან...... :)
29. მომეწონა+++++ მომეწონა+++++
28. ძალიან მომწონს თქვენი პოეზია :))) ძალიან მომწონს თქვენი პოეზია :)))
27. მე მიყვარს ზამთარი თავის ლექსებიანად;;) მე მიყვარს ზამთარი თავის ლექსებიანად;;)
26. ზამთარია... ცა მთვარიან ღამეს გვირგვინს ხდის – რკალს თავისკენ ეკიდება თითქოს... კვდება თან მეფე, ოდენ მოთენთილი დილის გრგვინვამდეც. სიზმარს კი იქ გაუძარცვავს, რაც რამ გვებადა– ძალიან ლამაზია++++++ ზამთარია... ცა მთვარიან ღამეს გვირგვინს ხდის – რკალს თავისკენ ეკიდება თითქოს... კვდება თან მეფე, ოდენ მოთენთილი დილის გრგვინვამდეც. სიზმარს კი იქ გაუძარცვავს, რაც რამ გვებადა– ძალიან ლამაზია++++++
25. მომეწონაააა ++++++++++ მომეწონაააა ++++++++++
24. მთავარია დრო დაადნო სქელ ნამქერივით და გზას გეზი მოუმართო – უკიდეგანო. ჰო, ესაა მთავარი. გაიხარე შენ. მთავარია დრო დაადნო სქელ ნამქერივით და გზას გეზი მოუმართო – უკიდეგანო. ჰო, ესაა მთავარი. გაიხარე შენ.
23. დიდზე დიდი მადლობა ზაზა, ია, თეა.
თეა გენაცვალე. შენი გამოხმაურება ძალიან მესიამოვნა ერთ-ერთ (წინა) ლექსზე, სადაც ზუსტად აღნიშნე ის, რაც ჩემთვის უმთავრესია , როგორც ლექსების ავტორისთვის; შეიძლება დაგამახსოვრდა კიდეც, რომელ წერილსაც ვგულისხმობ; მაშინ ვერ გამოვხატე სათანადოდ მადლიერება.
წინ და მაღლა იარე სულ, სულ.
დიდზე დიდი მადლობა ზაზა, ია, თეა.
თეა გენაცვალე. შენი გამოხმაურება ძალიან მესიამოვნა ერთ-ერთ (წინა) ლექსზე, სადაც ზუსტად აღნიშნე ის, რაც ჩემთვის უმთავრესია , როგორც ლექსების ავტორისთვის; შეიძლება დაგამახსოვრდა კიდეც, რომელ წერილსაც ვგულისხმობ; მაშინ ვერ გამოვხატე სათანადოდ მადლიერება.
წინ და მაღლა იარე სულ, სულ.
22. მხიბლავს, როგორც ეფერები სიტყვას, მუხრან!..
მხიბლავს, როგორც ეფერები სიტყვას, მუხრან!..
21. საინტერესო ავტორი შეემატა საიტს :) მიხარია :) :-* საინტერესო ავტორი შეემატა საიტს :) მიხარია :) :-*
19. გენაცვალეთ. ჭა, მადლობა, გამიხარდა ძალიან, რომ ზუსტად მიხვდი - მეფე - ღამეა.
,,სიზმარს კი იქ გაუძარცვავს, რაც რამ გვებადა–
სადაც ძლიერ განვიცადეთ, სადაც გრძნობა დის, სადაც უცებ ჩაგვიტარა, უცებ, ბედმა ცდა... შემდეგ დილა... გარეთ თოვლი, თეთრი, ცნობადი... და სურვილი – წუხანდელი სცენა გვეცადა –" - აქაც მიხვდი ალბათ, რომ - სიზმარში, ხშირად, მეორდებიან ცხადში განცდილი დიდი ემოციები;
,,ველ–მინდორს კი მთებში, მაღლა, ელანდებათ ცა." - მაღალ მთებში ახლა თოვლია, ამიტომ მინდორ-ველს ენატრებათ, ელანდებათ, ესიზმრებათ ცა, რამეთუ თოვლი ეფარებათ და ვერ ხედავენ.
,,გეგონება ღამეშიც კი ბინდი აღარ წევს..." - ზამთარში, თოვლში, ღამით, ბინდს ძალა აქვს დაკარგული თოვლის სინათლის გამო.
,,თოვლისფერი ვარსკვლავები როცა უხმოდ წვიმს დაბლა, ბარშიც... და ნელ–ნელა მიწას აცვამს ტანთ. თუ გარეთ ხარ, შუაში ხარ, რწევას უხმობ წრეს, გსურს წვიმაში დაიკარგო და დაიწვა თან."- წვიმა - თოვლია აქ.
...
გენაცვალეთ. ჭა, მადლობა, გამიხარდა ძალიან, რომ ზუსტად მიხვდი - მეფე - ღამეა.

18. ზამთარია... ცა მთვარიან ღამეს გვირგვინს ხდის – რკალს თავისკენ ეკიდება თითქოს... კვდება თან მეფე, ოდენ მოთენთილი დილის გრგვინვამდეც. სიზმარს კი იქ გაუძარცვავს, რაც რამ გვებადა– რამდენჯერმე წავიკითხე...და როგორც იქნა მივხვდი,რომ მეფე...-ღამეა...:)
სადაც ძლიერ განვიცადეთ, სადაც გრძნობა დის, სადაც უცებ ჩაგვიტარა, უცებ, ბედმა ცდა... შემდეგ დილა... გარეთ თოვლი, თეთრი, ცნობადი... და სურვილი – წუხანდელი სცენა გვეცადა – ეს ძაან ლამაზია..თუმცა ესაც ორჯერ წავიკითხე...:)
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ ფარული პოეზია აქვს ამ ავტორს... ამოხსნის პროცესი ძალიან საინტერესოა...:) ფინალიც მაგარია...555 ზამთარია... ცა მთვარიან ღამეს გვირგვინს ხდის – რკალს თავისკენ ეკიდება თითქოს... კვდება თან მეფე, ოდენ მოთენთილი დილის გრგვინვამდეც. სიზმარს კი იქ გაუძარცვავს, რაც რამ გვებადა– რამდენჯერმე წავიკითხე...და როგორც იქნა მივხვდი,რომ მეფე...-ღამეა...:)
სადაც ძლიერ განვიცადეთ, სადაც გრძნობა დის, სადაც უცებ ჩაგვიტარა, უცებ, ბედმა ცდა... შემდეგ დილა... გარეთ თოვლი, თეთრი, ცნობადი... და სურვილი – წუხანდელი სცენა გვეცადა – ეს ძაან ლამაზია..თუმცა ესაც ორჯერ წავიკითხე...:)
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ ფარული პოეზია აქვს ამ ავტორს... ამოხსნის პროცესი ძალიან საინტერესოა...:) ფინალიც მაგარია...555
17. აუ ძალიან მაგარია და რატომ ასე ცოტა მკითხველი????
5 აუ ძალიან მაგარია და რატომ ასე ცოტა მკითხველი????
5
15. მადლობელი ვარ ყველასი, მეც მოგიკითხეთ პატივისცემით და საუკეთესო ახლო(არა მარტო) მომავალი გისურვეთ.
სოლე, კი, შეიძლება ითქვას - ასეა( ნაწილობრივ გეთანხმები), მაგრამ ლექსში ნებისმიერი გაუგებარი სიტყვის შემთხვევაშიც კი მზად ვარ მკითხველს გამოვეხმაურო, პოეზიაც ,,მოიგებს", მე ყოველთვის ასე ვუდგებოდი ამ საკითხს...ზოგადად კი, მე ვცდილობ არ დაემსგავსოს ჩემი ნაწერი სხვისას, ვიდრე პირიქით. კარგი სოლე ხარ შენ.
ჟადენ, მადლობა. ვიფიქრე ახლა მაგაზე. არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა და შევცვლი, ოღონდ მე სიტყვა ,,ემოციაც" არ მომწონს, რადგან არაა წმინდა ქართული. ალბათ ლექსს დავასათაურებ ,,ზამთრის ლექსი"-თ ან მხოლოდ ,,ზამთარი" - თ.
მადლობელი ვარ ყველასი, მეც მოგიკითხეთ პატივისცემით და საუკეთესო ახლო(არა მარტო) მომავალი გისურვეთ.
სოლე, კი, შეიძლება ითქვას - ასეა( ნაწილობრივ გეთანხმები), მაგრამ ლექსში ნებისმიერი გაუგებარი სიტყვის შემთხვევაშიც კი მზად ვარ მკითხველს გამოვეხმაურო, პოეზიაც ,,მოიგებს", მე ყოველთვის ასე ვუდგებოდი ამ საკითხს...ზოგადად კი, მე ვცდილობ არ დაემსგავსოს ჩემი ნაწერი სხვისას, ვიდრე პირიქით. კარგი სოლე ხარ შენ.
ჟადენ, მადლობა. ვიფიქრე ახლა მაგაზე. არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა და შევცვლი, ოღონდ მე სიტყვა ,,ემოციაც" არ მომწონს, რადგან არაა წმინდა ქართული. ალბათ ლექსს დავასათაურებ ,,ზამთრის ლექსი"-თ ან მხოლოდ ,,ზამთარი" - თ.
14. ახლა, როცა დღის სინათლე ნაცნობ ფერებს შლის; ახლა, როცა გადნობამდე მზე თოვლს უშლის ძვალს. თუმცა, მანამ, – ვერ ვათავსებ ნატვრას ბგერებში – რა ლამაზი იქნებოდა ფეხშიშველი სვლა
თეთრ მინდორშიც, სულ, სულ თეთრში...
მე უკვე ვიცი, როდის დაწერ შენ, ისე, როგორც მგონია, რომ დაწერ... და სათაური შეცვალე რა,თუ შენთვის პრინციპული არაა-საზამთრო ემოცია-ცოტა სხვა ასოციაციები გამიჩინა, სანამ გვერდს გავხსნიდი -ზამთრის ემოცია თუნდაც, ან რავიცი...წარმოიდგინე, ზაფხული რომ იყოს... :) ახლა, როცა დღის სინათლე ნაცნობ ფერებს შლის; ახლა, როცა გადნობამდე მზე თოვლს უშლის ძვალს. თუმცა, მანამ, – ვერ ვათავსებ ნატვრას ბგერებში – რა ლამაზი იქნებოდა ფეხშიშველი სვლა
თეთრ მინდორშიც, სულ, სულ თეთრში...
მე უკვე ვიცი, როდის დაწერ შენ, ისე, როგორც მგონია, რომ დაწერ... და სათაური შეცვალე რა,თუ შენთვის პრინციპული არაა-საზამთრო ემოცია-ცოტა სხვა ასოციაციები გამიჩინა, სანამ გვერდს გავხსნიდი -ზამთრის ემოცია თუნდაც, ან რავიცი...წარმოიდგინე, ზაფხული რომ იყოს... :)
13. რა იდუმალებით სავსეა ხოლმე შენი ნაწერები!:) რა იდუმალებით სავსეა ხოლმე შენი ნაწერები!:)
11. ახლა ვიგუნდავებ თუ მოთოვაა:D მოკითხვა მუხრანს ++++++ ახლა ვიგუნდავებ თუ მოთოვაა:D მოკითხვა მუხრანს ++++++
8. მოკითხვა ავტორს.:) მოკითხვა ავტორს.:)
7. რა ორიგინალური და ემოციური ლექსია!!! ზამთრის სითეთრე მომანატრა :) მუხრან, ძალიან-ძალიან კარგუნა ხარ! :) რა ორიგინალური და ემოციური ლექსია!!! ზამთრის სითეთრე მომანატრა :) მუხრან, ძალიან-ძალიან კარგუნა ხარ! :)
6. შთაგონებამ უსასრულო მოლოდინი ცრა –
საინტერესო ლექსია თავისი მხატვრულ-ვერსიფიკაციული ნიუანსებით! 5555 შთაგონებამ უსასრულო მოლოდინი ცრა –
საინტერესო ლექსია თავისი მხატვრულ-ვერსიფიკაციული ნიუანსებით! 5555
5. ხათუნა, ჰენრი, მედეა, ნიაკო... უდიდესი მადლობა, მიყვარხართ.
ხათუნა, ჰენრი, მედეა, ნიაკო... უდიდესი მადლობა, მიყვარხართ.
4. უძალიანმაგრესი მუხრანი ხარ შენ და... :) უძალიანმაგრესი მუხრანი ხარ შენ და... :)
3. :) ნიჭიერიიიიიიიიიი :) + 55555 :) ნიჭიერიიიიიიიიიი :) + 55555
2. :) მიკითხვები ნიჭიერ ავტორს! :) მიკითხვები ნიჭიერ ავტორს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|