ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2010


ფსიქო პორტრეტი... (psych'ereal)

  ნეტა მართლა ვარსებობ? თუ შენ არსებობ, ესე იგი მეც ვარსებობ, მაგრამ მაინც რაღაც გვაკლია მე და შენ...
  სული შემიბერეს და აი. ვივსები!
  მგონი შენი მსგავსი ვარ, მაშინ მოდი, შემეხე! შემეხე ისე, რომ გიგრძნო ჩემში! მერე ? მერეს ყოველთვის ექსტაზისკენ  მივყავართ. აქ მთავრდება გრძნობა და იწყება ლტოლვა...
    მაშინ როცა მე დავიბადე , ,,ადამის“  სიყვარული გარდაიცვალა ჩემში. მე არ მწამს ამგვარი გრძნობის! ჩემს ორგანიზმში ცოცხალი მხოლოდ თვალებია. ის ჩემი თავგადასავალია. ჩემი თვალები გამჭვირვალე ფერისაა.
  კიბეები უსწორმასწორო და ჩამტვრეულია. ფრთხილად! ოღონდ შენ არაფერი გეტკინოს და...
  მე უკვე აქ ვარ! ფსკერზე ნიჟარებია. ვიმალები, მაგრამ ამაოდ, ტკივილი მწველია. მზე არ ჩანს.
    კივილით შემოაღწია ქარმა ჩვენში. ეს იყო პიკი. დაბადება  ნირვანაში. მაშინ როცა, ერთმანეთი შევავსეთ და დაიბადა ახალი სიცოცხლე.
    ჰაერი მძიმეა. სხეულმა კვალი აირეკლა სველი ტუჩების...
    შენ სიყვარული გასწავლეს ჩემნაირების, მე შეცდომები..
    შენ გეპატიება!
            მე არა!
                ქალი ვარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები