ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2008


ვერ მაშინებს მტერი

ნაღველს გულში ჩავიგუბებ,
მტკვრის მძლავრ ტალღას ჩავიხუტებ,
ფონს თუ ვეღარ გავალ.

სულში ხელს ნუ მიფათურებ,
მე ამას არ ვიმსახურებ,
ისე, უხმოდ წავალ.

უმწეოს რომ დაამცირებ,
მასზე სხვას თუ გააცინებ,
ვის ქცევას ხდი რიდეს?

ტაძრის კართან რაღას დგახარ,
სიყვერულს ნუ ითხოვ ,,გლახა"
გულში თუ ქვა გიდევს.

დარდს და ნაღველს იტევს გული,
ცხოვრება თუ გახდა კრული,
ვერ მაშინებს მტერი.

თუ სიკვდილი გაგახარებს,
ამასაც არ დავახანებ...
არ გავხდები შენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები