| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 22 აგვისტო, 2008 |
ყველაფერს წარმოიდგენდა ვალერიან დევიძე, მაგრამ იმას რას იფიქრებდა, რომ რუსი ჯარის კაცი, ვისთან ერთადაც ანადგურებდა ევროპაში შავი ჭირივით მოდებულ ფაშისტებს, ახლა თვითონ მის ქვეყანას დაესხმებოდა მუხანათურად თავს, სტრატეგიული ბომბდამშენებით ბომბებს დაუშენდა, ახალი ლტოლვილებით გაავსებდა საქართველოს და გორში მცხოვრები ფრონტელი ძმაკაცის დარდი არ მოასვენებდა... იმასაც ვერ წარმოიდგენდა, რომ Uოთხმოცი წლის იუბილეს გადახდის ერთი თვის შემდეგ II სამამულო ომში მიღებულ ჯილდოების გაგზავნას თუ დააპირებდა კრემლში პუტინისათვის და წერილსაც თუ დააყოლებდა თან, რომლის მოკლე შინაარსი ასეთი იყო, შენ ხო კაცი არ ხარ ქართველი და რუსი ერთმანეთს რომ გადაკიდე და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებულ ამ ჯილდოებსაც შენ გიგზავნი პროტესტის ნიშნად შე ფაშისტო და აგრესოროო... კი მოიფიქრა მაგრამ შესრულება ვერ შეძლო ამ განზრახვის, ფოსტა ადრე დაეკეტათ. არა უშავს ხვალ გავაგზავნიო, გაიფიქრა. ჯერ ვარდების მოედანზე მივიდა, რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო აქციაზე, მერე იქედან მრგვალ ბაღთან გაყვა ხალხს, გაეროს ოფისთან მდუმარე აქცია იმართებოდა, კი თქვა ერთი-ორჯერ, მდუმარე კი არა ვთქვათ რაც სათქმელია, ის ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ქართველების გენოციდს რომ აწყობს ეს ვითომც და დემოკრატიული რუსეთი ჯერ აფხაზეთში, ახლა კიდე სამაჩაბლოშიო, გამოიფხიკონ ყურებიო. მერე იქედან რუსეთის საელჩოსთანაც წავიდა `საქართველო, საქართველოო~, თვითონაც დაიძახა, მაგრამ იფიქრა ეს საელჩოს ხალხი ქართულის აზრზე არ იქნებიან და `გრუზიას~ ხო არ დავიძახებო და სახლში წამოვიდა. ქუჩაში ნაცნობმა პატრულმა გააჩერა, კი ჯერ საშიშია არაფერია, მაგრამ სახლში იყავითო, იმან თხოვა. სახლში რატო უნდა ვიყო, ამ დროს ომში უნდა ვიყოო, პატრულს უთხრა და დაამატა, გეცოდინება იარაღს სად არიგებენ და მითხარიო... არ ვიცი არ ყოფილა ასეთი ბრძანება ჯერო... იმან... სახლში დაბრუნდა. არადა მაინც და მაინც ამ საღამოს გაფუჭდა ტელევიზორი. ჯერ გორში დარეკა რამდენჯერმე ფრონტელ მეგობართან. არც ქალაქის ტელეფონი არ პასუხობდა, არც მობილური. უკვე საკმაოდ გვიან იყო და მეზობელთანაც მოერიდა გასვლა ახალი ამბების მოსასმენად, ვინმემ არ იფიქროს ვალერიან დევიძეს რამის ეშინიაო. მერე ვახტანგს დაურეკა, ელმავალმშენებელ ქარხანაში მუშაობდნენ ერთად პენსიაში გასვლამდე. იქნებ იმან მითხრას ქვეყანაზე რა ხდებაო. მობილურით საერთოდ არ გადიოდა ზარი. ქალაქის ტელეფონით სამი ცდის შემდეგ ვიღაც ქალმა აიღო ყურმილი. გაუკვირდა, იცოდა ვახტანგს კახეთში ყავდა გაშვებული ოჯახის წევრები, ეშმაკობა ხო არ დაუწყია ამ სიბერეშიო, თურმე სხვაგან მოხვდა. იფიქრა ამ ქალს მაინც ვკითხავ რა ხდება ჩვენს თავს, ახალი ინფორმაცია ეცოდინებაო... - ქალბატონო, იქნებ მითხრათ ახალი რამე, რას ამბობს ტელევიზორი... - ცხინვალი დავკარგეთ, გორი დავკარგეთ... - როგორ თუ დავკარგეთ?! - თბილისში სანაპიროზეა უკვე რუსის ჯარი, დიღომშიც ისინი არიან, მცხეთაშიც... - კარგით რა ქალბატონო, ალბათ პანიკაა, თბილისში ვინ შემოუშვებდათ... - შემოუშვეს, ვერ ხედავთ! - მე ვერ ვხედავ... ქალბატონო, იქნებ მითხრათ თუ ასეთი ინფორმირებული ხართ, ავტომატებს სად არიგებენ... - რა დროს ავტომატია, დამთავრდა უკვე ომი... - ქალბატონო... – უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ გაითიშა, თუ ძალად გათიშეს ტელეფონი, ვერ მიხვდა. გიჟი ხო არ იყო ეს ქალიო, გაიფიქრა. ასე უბრძოლველად თბილისს ვინ დათმობდაო. ის კი არა გორშიც რატო შეუშვეს. ქალაქის აღება რომ დიდი სირთულეს წარმოდგენს, ეს კარგად ახსოვდა. ორმოცდაოთხიდან ჩაერთო ბრძოლებში, თექვსმეტი წლისა გაიპარა მოხალისედ. უამრავი თანამებრძოლი ეღუპებოდათ ქალაქებზე შეტევის დროს. ქალაქში ყველა სახლი ხო ციხესიმაგრეა. კიდევ დარეკა, ისევ დაკავება... ფანჯარასთან მივიდა, ყრუ და ცარიელი იყო ქუჩა... არადა ცხრა საათი ხდებოდა მხოლოდ. ამ დროს წერეთლის პროსპექტი სავსეა მანქანებით... არ ესიამოვნა ცარიელი ქუჩის დანახვა... კიდევ კარგი ბახმაროში იყვნენ ოჯახის წევრები და თვის ბოლომდე არც აპირებდნენ ჩამოსვლას. ამ დღეებში თვითონაც აპირებდა წასვლას, მაგრამ ახლა ეს ომი... გორში მცხოვრები ფრონტელი მეგობრის ბედი აწუხებდა, რომელიც სატანკო ნაწილთან ცხოვრობდა და რა დღეში იყო არ იცოდა. ის კი იცოდა, გორი დაბომბესო... უცებ წვა იგრძნო გულთან... ვალიდოლი მოძებნა ძველებური რადიოს ფუტლიარში, სააფთიაქო ყუთად რომ ქონდა გადაკეთებული... ისევ გორში დარეკა მობილურით. `აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდანო~, - პასუხობდა ტელეფონი. შემდეგ ვახტანგს დაურეკა. - და! – სულ ასე იცოდა პასუხი ვახტანგმა, ახლა რაღაც არ ესიამოვნა მისგან რუსულად რომ უპასუხეს... - ცოცხალი ხარ?! - რა იყო, რა გაიგე რამე?! - გავიგე რა, რუსები შემოვიდნენო დიღომშიო, მართალია?! - ვახტანგი დიდ დიღომში ცხოვრობდა, - ვინ თქვა? - რავი ქალი მეუბნებოდა, ვინ იყო რა ვიცი! - დაანებე თავი ამ შემთხვევით კავშირებს! – გაიცინა ვახტანგმა. - შენთან ვრეკავდი და იმასთან მოვხვდი, მეგონა შენ გქონდა შემთხვევითი კავშირი. - მაგი უთხარი შენ ნელის, არც უნდა მეტი?! – ნელი ვახტანგის თანამეცხედრეს ერქვა. - იცინი, მე კიდე იმას ვეძებდი ავტომატებს სად არიგებენ-მეთქი?! - შენ ახლა მეორე მსოფლო ომი გგონია კიდე? - აბა ავწიო ხელები მაღლა?! ბერლინი ავიღე და თბილისი ვერ დავიცვა?! - რამდენი წლის ხარ დაგავიწყდა?! აბრძოლე ახლა სხვა... - ჩემს საბრძოლს სხვა ვერ იბრძოლებს... - ხო, კაი შეჩერებულია ჯარი, გორთან დგანან, ჭორია თბილისისკენ მოდიანო, ახლა ვიყავი და ჩვენი ჯარი დგას, მაგრამ არ გეტყვი სად... რა იცი ვინ გვისმენს... - ვინ გვისმენს? - რა ვიცი მტერს და ოხერს რა დალევს... ჩვენი ტელევიზია რომ გამოდის და უკაკლავს მტრებს ჩვენს პოზიციებს, ესაა საქმე... დაზვერვა არ ჭირდებათ და კონტრდაზვერვა? - მართალი ხარ ხო იცი, რაღაც ის ქალიც არ მომეწონა, არიქა შემოვიდნენ თბილისში გაიქეციო, რომ ვკითხე იქნება მითხრა ავტომატებს სად არიგებენ-მეთქი, ხმა არ ამოუღია მერე და გამითიშა... - მტერს და მოღალატეს რა დალევს... - ზუსტად ოცდაერთი წელი მეორდება მგონი... ვერ აიტანეს რუსებმა ჩვენი დამოუკიდებლობა... ეს თქვა და გაითიშა ტელეფონი. რამდენჯერმე კიდევ სცადა გადარეკვა, უშედეგოდ. იქვე ტელეფონის პატარა მაგიდაზე ჟურნალი იყო და ალალბედზე გადაშალა, ერთმა სათაურმა დააინტერესა `ღამის დილა~. ნეტა რა ხდებაო და კითხვა დაიწყო: ~იმ ღამეს ვერ გავბედე და ვერ გაგაღვიძე... ისე სუნთქავდი ჩემს მკერდზე, როგორც პატარა ბავშვი, ძუძუზე ჩაჭიდებული ... დიდ ხანს ჩუმად გიყურებდი... მერე მეც ჩამეძინა და აღარ მახსოვს არაფერი... დილა იყო თბილი და ნათელი... ისე ჩახუტებულებს გვეძინა, თვალები რომ გავახილე ვერ მივხვდი სად შენ იყავი და სად მე... ეს იყო ბედნიერების ძილი, ღრმა და უსიზმრო... ცოტა გულიც კი დამწყდა, რომ გავიღვიძე და შენი შემშურდა. ისევ გეძინა. მშვიდად სუნთქავდი და თითქოს ძილში გეღიმებოდა... შეიძლება სიზმარში იყავი და შენს სიზმარში მომინდა ყოფნა... ვეცადე ჩუმად მეკოცნა, მაგრამ მერე შემეცოდე და ნელ-ნელა დავიწყე ჩემი სხეულის შენგან განყოფა...~ ამის წაკითხა მინდოდა ახლაო, გაიფიქრა ვალერიანმა. მეუღლე გაახსენდა... ომიდან დაბრუნებულმა მალე მოიყვანა ცოლი. გარიგებით კი იყო, მარა, რო დაინახა, მიხვდა რომ უყვარდა. კატოსაც შეეტყო თვალებში რომ მოწონდა. ქალს უცებ შეეტყობა მოწონხარ თუ არა... მერე იყო დიდი ბედნიერება... ყოველი დღე კატოსთან ერთად გატარებული, ბედნიერება იყო... მერე იყო შვილები, შვილიშვილები... ახლა გაახსენდა, ერთი პერიოდი ხვრინვა დაჩემდა. კატოს დაცინოდნენ ოჯახის წევრები, როგორ უძლებო. კატო პასუხობდა, თქვენ არ იცით რა ბედნიერებაა, როცა იღვიძებ და შენს გვერდით ის ადამიანი ხვრინავს, ვინც გიყვარსო... ოცი წლის წინ გამოეცალა ვალერიანს კატო და მხარი მოსტეხეს თითქოს... მაშინ მიხვდა, რომ ბედნიერება გამოეცალა... ჟურნალი გვერდით გადადო და ფანჯარასთან მივიდა ისევ... ქუჩა ცარიელი იყო... შემზარავად ცარიელი... ვარსკვლავებს ახედა, ნეტა კატოს სული რომელ ვარსკვლავზეა ახლაო, გაიფიქრა... ისევ მაგიდასთან მობრუნდა. კიდევ ერთხელ სცადა ვახტანგთან დაერეკა. უშედეგოდ. მეერ კვლავ კითხვა გააგრძელა... `მეშველა, ავდექი, ბედნიერად გავიზმორე და ისევ შეგხედე... მომეჩვენა რომ უბრალოდ გქონდა თვალები დახუჭული, არ გეძინა. უცებ მომინდა გავლამაზებულიყავი, რომ ასე მოუწესრიგებელი არ გენახე. გეპრანჭები ისევ, ზუსტად ისე, პირველად რომ გნახე და ძალიან მომინდა მოგწონებოდი... ვიფიქრე წყალი გადამევლო და აბანოში შევედი... მეცინებოდა... ისე... ჩემთვის... შენზე ვფიქრობდი.. ჩვენზე... და ვიცინოდი... ვინმეს რომ დავენახე, ალბათ იფიქრებდა გაგიჟდაო... მიყვარს ეს საპონი, ვარდის სუნი აქვს და გულის ფორმა... წყალი მიყვარს... რა ბედნიერებაა თბილი წყალი... არა, ახლა მგონი ყველაფერი მიყვარს, იმიტომ რომ შენ მანდ წევხარ და არც გძინავს მგონი. ხო, გეპრანჭები... მინდა თვალს რომ გაახელ, ძალიან ლამაზი მოგეჩვენო.... თმა შევიკარი და გასაპვნა დავიწყე... მსიამოვნებდა... შენს მერე ჩემი ხელებიც მსიამოვნებდა შიშველ ტანზე... თვალები თვითონ დამეხუჭა და სახე შევუშვირე წყალს. ოდნავ ხელებით ტანს ვეხებოდი და შენზე ვფიქრობდი... უცბათ ვიგრძენი, რომ ძუძუს თავები ყალყზე დადგა... შენ გიგრძენი, და მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ ხელები ავიპარე მკერდზე... თვალები გავახილე და შენ დაგინახე...~ ...და ვალერიანს ჩაეძინა... დაბერდა ვალერიანი... თუმცა ყველა ეუბნებოდა, შენ 80 წლისას რას გიგავსო, სამოცისას გევხარო, მაგრამ თვითონ ხო იცოდა რამდენისაც იყო... კითხვა კი ყოველთვის უყვარდა... ცოტა ახალგაზრდას კითხვისას ამ ადგილზე ალბათ არ ჩაეძინებოდა. ახლა უკვე სიზმარში იყო ვალერიანი, თან ფელინის ფილმში, თითქოს მარჩელო მასტროიანია და სოფი ლორენის ცდაში ჩაეძინა... მერე სხვა სიზმარში გადავიდა, კატოს მისდევდა ჩაის ბუჩქებში. ქალის დაჭერას რა უნდა, მითუმეტეს ჩაის ბუჩქებში... და მერე თითქოს ფაშისტების თვითმფრინავმა გადაუარათ თავზე... და გაეღვიძა... მართლა თვითმფრინავის ხმა იყო... მიხვდა, სამოქალაქო არ იქნებოდა... ფანჯარასთან მივიდა... უპატრონო, მაწანწალა ძაღლები ყეფდნენ ქუჩაში... ცას უყეფდნენ თითქოს... დანახვით ვერ დაინახა რამე, კორპუსის თავზე გადაიარა ხმამ... თანდათან თბილისის ზღვისკენ წავიდა... მერე ორი აფეთქების ტალღამ მოაღწია... უღონობის შეგრძნება დაეუფლა. თბილისი ფაშისტებს არ დაუბომბიათ და ახლა როგორ ბომბავენ ეს ახალი ფაშისტები, ან ჩვენი საჰაერო თავდაცვა სად არისო, იფიქრა... ცოტა ხანში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა... საათი ხუთის ოც წუთს აჩვენებდა. ტელეფონს შეხედა, ახლა აბა სად უნდა დარეკა... ხვალინდელი დღე დაგეგმა, ჯერ წერილს გავუგზავნი პუტინს კრემლში, მერე კი სადმე ავტომატს არიგებენ ალბათ და მე, როგორც ომის მონაწილეს ურიგოდ მერგებაო. დილამდე რა გავაკეთოო და ისევ ჟურნალს მოკიდა ხელი... `როგორ მიყურებდი იცი? თვალები სავსე გქონდა ჩემით და ისეთი ვნებით რომ არც ერთი წუთი არ ვინანე, რომ არ გაგაღვიძე... მინდოდა მეთქვა, გადი მეთქი... და ამის მაგიერ ხელები დავუშვი ძირს... ვიდექით ჩუმად და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით... `მოდი ჩემთან!~ - მეც არ ვიცი როგორ გითხარი... დამთავრებაც ვერ მოვასწარი და ხელები მომხვიე, ტუჩებზე სასმელმოწყურებულივით დამეწაფე... შენი ცხელი, მხურვალე ტანით დაიშანთა ჩემმი ყოველი ნერვი... ნეკნები შემეკუმშა ზამბარასავით და ძლივს ამოვისუნთქე... ახლა არაფრის თქმა აღარ მინდოდა... სუნთქვაც არ მინდოდა... შენ მინდოდი მხოლოდ. თითქოს მთელი ცხოვრება გელოდი... ~ ისევ ჩაეძინა ვალერიან დევიძეს. ოღონდ ახლა სიზმარში ნამდვილ ამბავს ხედავდა, რომელიც მართლაც გადახდა თავს. პოლონეთში იყვნენ და დაზვერვაზე გაუშვეს ათკაციან ჯგუფთან ერთად. წესით ამ ადგილას მტერი არ უნდა Yყოფილიყო. ზურგიდან წამოადგნენ ფაშისტები თავზე და მეგაფონით რუსულად უთხრეს, ალყაში ხართ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, დაგვნებდითო. მიხვდნენ, რომ ახლა თუ დანებდებოდნენ, საფრთხეში ჩავარდებოდა მთელი ნაწილი. მეთაურმა, `ზა როდინუ, ზა სტალინუ~, და შეტევაზე გადასვლის ბრძანება გასცა. უცებ აფეთქდა რაღაც ვალერიანის გვერდით... მესამე DDდღეს გაახილა თვალი... პოლონელი გლეხის მიტოვებულ სახლში მოეყვანა საშა მირონოვს... ათი კაციდან ორნი გადარჩნენ მხოლოდ... ვალერიანის ახლოს აფეთქებულ ყუმბარას კონტუზია გამოეწვია და მოძრაობა არ შეეძლო. ოღონდ ნამსხვრევებით გამოწვეული ჭრილობები მძიმე არ იყო. ფაშისტებს მკვდარი ეგონათ და ამან გადაარჩინა... საშა ზაიცევი ყუმბარის მიერ ამოთხრილ ორმოში ჩაემარხა აფეთქების ტალღას, ისიც მსუბუქად იყო დაჭრილი... დანარჩენი თანამებრძოლები დაღუპულიყვნენ... სამი Dდღე იყვნენ პოლონელი გლეხის მიტოვებულ სახლში... ისე რომ არ იცოდნენ ირგვლივ რა ხდებოდა... ვალერიანს კი უთქვამს, შენ წადი, ორივე არ ჩაუვარდეთ ხელში გერმანელებსო მაგრამ საშას უთქვამს, ხო არ გაგიჟდი, ან ერთად მოვკვდებით და ან ერთად გადავრჩებითო... სამი დღის მერე მოსულა საბჭოთა ჯარის ნაწილი... ისევ გაეღვიძა. საათს დახედა, ხუთი საათი ხდებოდა უკვე. შეცვალა ხვალინდელი დღის გეგმა. გადაწყვიტა დილით ძმაკაცისთვის ჩაეკითხა გორში. მით უმეტეს სატანკო ნაწილთან იყო იცოდა მისი კორპუსი. რუსები კი სამხედრო ნაწილებს ბომბავდნენ. იქნებ უჭირს ახლა ჩემს ძმაკაცსო. საშა მირონოვი მისთვის რუსი არ იყო – ძმაკაცი იყო. ძმაკაცს კიდე ეროვნება არ აქვს. საშა მირონოვს მეორე მსოფლიო ომმა მთელი ოჯახი გაუნადგურა. საზღვრისპირა რაიონში იყოს მისი სახლი და პირველი დარტყმა ფაშისტებმა სოწრედ მის სოფელზე მიიტანეს. საშა მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო და როგორც წარჩინებული, პიონერთა ბანაკში წაიყვანეს, არტეკში. შემდეგ დიდხანს არაფერი არ იცოდა ოჯახის წევრების შესახებ, სანამ შემთხვევით ერთ ჰოსპიტალში, სადაც სანიტრად მუშაობდა და დაჭრილებს ეხმარებოდა, მეზობელი არ შეხვდა... იმანაც სიმართლე ვერ დაუმალა ბიჭს... ამის მერე ისიც 16 წლისა გაიპარა ფრონტზე. ერთ ნაწილში კი ვალერიანთან ერთად შემთხვევით მოხვდა... როგორც თანატოლებმა, უცებ გაუგეს ერთმანეთს და სულ ერთად იყვნენ... ფიქრებიდან გამოერკვა ვალერიანი. ომის დროიდან შემონახული კაპიტნის სამხედრო ფორმა ჩაიცვა. პუტინისთვის გასაგზავნად გადადებული მედლები ამოიღო და გაიკეთა. ცოტაც გათენდესო იფიქრა და ისევ კითხვა გააგრძელა... `უფრო და უფრო მაგრად ვეფერებოდით ერთმანეთს... ეს არ იყო ჩვეულებრივი განცდა, ეს ყველაფერი სულ სხვანაირი იყო და რაც არ შეუძლია სიტყვებმა თქვას. მე თვალები დახუჭული მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვხედავდი, შენ გხედავდი, შენს ყველა წერტილს ვგრძობდი და უცებ ორივეს კანკალი აგვიტყდა და წამიც და განათდა... უცნაურად ამეკვიატა... ეს ჩვენი ღამის დილა იყო... და უცებ ფეხი დაგიცურდა... და ვანაში მოადინე ტყაპანი... თვალები გავახილე. პატარა ბავშვივით იჯექი და იცინოდი... მერე მეც გამეცინა და ორივეს სიცილი აგვიტყდა, გადამდები სიცილი...~ ვალერიანმა ისევ გვერდით გადადო ჟურნალი. სასაცილოდ გვაქვს საქმეო, გაიფიქრა, მერე ამ ჩანახატის თუ ნოველის ავტორისკენ გაექცა თვალი. `ლიზა~ - ეწერა. ეტყობა ფსევდონიმიაო... ფანჯარაში დილა შემოდიოდა უკვე... ისევ გორში მცხოვრებ ძმაკაცს გადაწვდა ფიქრით. ომის მერეც გააგრძელეს მეგობრობა, ერთად იზიარებდნენ ცხოვრების ნაბოძარ ჭირსა და ლხინს. დემობილიზაციაშიც ერთად მოხვდნენ,... ორმოცდაექვსი წელი იყო უკვე. ვალერიანმა საქართველოში დაპატიჟა. მატარებლით მოდიოდნენ თბილისში. საშამ მოდი გორში გავიაროთ, სტალინის ქალაქის ნახვა მინდაო. იმ Dდღეს გაიცნო საშამ დალი ღონღაძე, მშვენიერი ხაშურელი გოგო. ერთი კვირის თავზე ქორწილში უკვე დაპატიჟებული... ისევ ფანჯრებთან მივიდა ვალერიანი, თენდებოდა უკვე. გასაღებები დაძებნა... წერილი დაწერა; `წავედი გორში, საშა მირონოვთან~. ფანჯრები ჩარაზა. კარიც ყველა ურდულით გადაკეტა და კორპუსთან ჩამოვიდა. ეზოში კარის მეზობელი დაინახა, აბელა. ასე ადრე რას ამდგარხარ, ან ეს ფორმა რისთვის ჩაგიცვიაო, შეეკითხა მეზობელი. გორში მივდივარო საშასთანო, მოკლედ უთხრა. მთელმა სამეზობლომ იცოდა საშასა და ვალერიანის ფრონტული ამბები და ძმაკაცობის ამბები. 80 წლის იუბილეზე, სწორედ საშა იყო თამადა. ხო არ გაგიჟდი, გორში ელჩებს და წითელ ჯვარს არ უშვებენ, შენ ვინ შეგიშვებსო... `ბერლინში შევედი და გორში ვერ შევალო?~ - აქეთ დაუბრუნა კითხვა მეზობელს... გამოგყვები თუ გინდაო, - აბელამ, - არ გესროლონ, მაგენისგან ყველაფერს უნდა ელოდოო. `მე ვერ მესვრიან და შენ შეიძლება გესროლონო~... - იუარა ვალერიანმა მეზობლის წინადადება და გარაჟი გააღო. `როგორ ხარ ჩემო შევარდენოო~ - მანქანას მოეფერა. ეს `გაზ 21~ მეოთხედი საუკუნე ყავდა უკვე. ზოგს ამდენ ხანს ცოლი არ ყავსო, მეზობლები ეხუმრებოდნენ. არანაირ მანქანში არ გავცვლიო ამბობდა. ერთად იყვნენ მანქანის საყიდლად ვალერიანი და კატო. გაფორმებას რომ მორჩნენ გორში წავიდნენ და საშასთან და დალისთან სტუმრად... ცრემლი მოაყენა ვალერიანს თვალებზე ძველი ამბების გახსენებამ... როგორც იცოდა, ჩაჯდა თუ არა რულს აკოცა. მოეფერა, პირჯვარი გადაიწერა და გზას დაადგა. უყვარდა, გაზს რომ მიაჭერდა ფეხს და მართლა შევარდენივით რომ აიწეოდა მანქანა, თითქოს გაფრენა უნდაო.... გაუხარდა ბენზინგასამართი სადგური ღია რომ დახვდა. მუშაობს კიდე ქვეყანაო. პენსია ახალი აღებული ქონდა, ბენზინი ჩაასხა. ბილისს რომ გაცდა, კანტიკუნტად მოძრაობდნენ მანქანები, ძირითადად თბილისს მიმართულებით... უამრავი აცრემლებული სახე დაინახა ვალერიანმა... ალბათ ლტოლვილებიაო, გაიფიქრა და გული შეეკუმშა, კიდე ლტოლვილები უნდოდა საქართველოსო. რამდენიმე პოსტი გაიარა, ჯერ ქართული პატრულის, მერე რუსული... ყველანი გაკვირვებულები უყურებდნენ ფორმაზე. ჯერ ქართული პატრული არ ატარებდა, არ გესროლონო. ვერ მესვრიანო, ვალერიანმა. მერე რუსმა ჯარისკაცებმა გააჩერეს და თავიდან ბოლომდე შეუმოწმეს მანქანა, სად მიდიხარო რომ კითხეს, ქართულად შეუკურთხა, ახლა თქვენ გაბაროთ ანგარიშებიო, მაგრამ რუსულად, ფრონტელი მეგობართან მივდივარ გორშიო. `სიჩჰას ნი ვრემია კ დრუზიამ ეზდიტ~ - გაიცინა ერთმა სერჟანტმა.. `სიჩას კაკ რაზ ვრემია დრუზიამ ეზდიტო~ - მოუჭრა ვალერიანმა. რუსი გენერალი იყო იქვე, ვერ უთხრა უარი. `დედ, ტი ჩტო, ტოჩნო ზა ბერლინ ვაევალ~ - კითხა ვალერიანს, მის მედლებს რომ დააკვირდა. `და, ტოჩნა ზა ბერლინ, ა ტი ჩტო, ზა გორი ვაიუეშ და?!~ - კითხვა დაუსვა გენერალს... `ნე ნადა დედ!~ - უთხრა გენერალმა და ჯარისკაცებს უბრძანა, მანქანა შეუმოწმეთ და გაუშვითო. მანქანა გულდაგულ შეუმოწმეს, მერე საშვი გამოუწერეს, მანქანაზე დაუკრეს... თითქმის ცარიელი იყო გორის ქუჩები. რუსული ბეტეერები და ტანკები იდგნენ ალაგ-ალაგ. თითო-ოროლა სამოქალაქო პირი თუ ჩანდა და რუსი ჯარისკაცები, რომლებიც გაკვირვებულები უყურებდნენ ცალკე მანქანას, ცალკე მის მძღოლს. მირონოვის კორპუსთან მივიდა. ვინ იცის რამდენჯერ იყვნენ აქ ნამყოფები ის და კატო სტუმრად. ახლაც ახსოვდა დალის დამცხვარი ხაჭაპურების გემო. კატო და დალიც ისევე მეგობრობდნენ, როგორც საშა და ვალერიანი და თითქმის ერთდროულად წავიდნენ იმ ქვეყნად. დალის და საშას საკუთარი შვილი არ ეყოლათ, მაგრამ ერთი საყვედური არ დაცდენიათ არც ერთმანეთის მიმართ და არც ღმერთის მიმართ, უპატრონო ბავშვთა სახლიდან იშვილეს ომის შემდეგ ობლად დარჩენილი თვალცქრიალა რუსი გოგონა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა ახლა და საშასაც ეხვერწებოდა წამოდიო, მაგრამ საშამ სადაც ჩემი დალი მარხია, მეც იქ უნდა დავიმარხოო და უარს ეუბნებოდა წასვლაზე. კორპუსი დანგრეული იყო თითქმის და ცეცხლის ალი ლოკავდა კედლებს. საშას ბინას ფანჯრები ქონდა ჩალეწილი, ცეცხლის ენები ახლა მისი ფანჯრებისკენ მიიწევდა. ვალერიანი ჭაბუკივით სწრაფი ნაბიჯებით ავიდა კიბეზე და კარი შეაღო. სასტუმრო ოთახში საშა მირონოვი იჯდა, ისიც მასავით სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და მედლები ასხმული... ფეხის ხმაზე შემობრუნდა საშა მირონოვი. ვალერიანი რო დაინახა, ტირილი დაიწყო... ვალერიანი კი ტიროდა უკვე... გორიდან გამომავალ გზაზე არავის არ გაუჩერებია მანქანა... ან გენერლის გაცემული საშვი ჭრიდა, ანაც ორი მოხუცის ძველი სამხედრო ფორმა და მედლები... ქალაქიდან აფეთქებების ხმა მოდიოდა ისევ.... ბოლო ბლოკპოსტზე გააჩერეს. ახალგაზრდა ლეიტენატი მიუახლოვდათ... - კტო ვი ტაკიე ლეტენატ? – მიმართა საშამ. - მი მიროტვორცი, კაპიტან... - ვი ნე მიროტვორცი, ა დალბაიობცი ი ზონდერკამანდა... ი ჩტო ვი სიჩას ხატიტე?! - ესტ პრიკაზ ნიკოგო ნე პუსკატ! – თქვა მან. - ი კტო ეტო პრიკაზალ? - კითხვა დაუბრუნა საშა მირონოვმა... - გენერალ! - იდიტე ვი... სა სვაიმი გენერალამი, ია კ სვაემუ ბრატე იედუ...! - უთხრა მირონოვმა. - დავაი, ჟმი ნა გაზ ვალერიან... ვალერიანმაც გაზს მიაჭირა... ჯარისკაცებმა ლეიტენატს გახედა რა ვქნათო. ლეიტენატმა `რუჟიოო~ ბრძანება გასცა. ჯარისკაცებმა ავტომატები და სნაიპერული შაშხანები მოიმარჯვეს. სამიზნეშიც ამოიღეს ორი ბერიკაცი, ოთხმოცწელგადაცილებული ფრონტელი მეგობარი. ახლა ბრძანებას ელოდნენ. მანქანა თანდათან უახლოვდებოდა მოსახვევს. ცოტაც და სამშვიდობოს გავიდოდა. `ოპუსტიტ რუჟიო~ გასცა ახალი ბრძანება ლეიტენატმა... შუდღისათვის უკვე ორი წერილი იგზავნებოდა მოსკოვში, კრემლში - ზემოთ აღნიშნული შინაარსით... ოღონდ ბრძოლაში მიღებული მედლები დაიტოვეს და პუტინს მშვიდობიანობის დღეებში მიღებული საიუბილეო მედლები გაუგზავნეს მხოლოდ... ვალერიანს წერილის შინაარსი არ შეუცვლია... მხოლოდ საშა მირონოვი წერდა დამატებით: „Медведев, Путин, Лавров: уж русские без МГИМошных образований поняли, что вы, вашей "премудрой" политикой, сделали из нас русских агрессоров и фашистов. А вы все "никак"? Выведите свой воиска из Ю. Осетии и Абхазии, что вы там делаете? Уж тем паче надо выйти, если вы рассказываете сказки, что Россия не агрессор. Дураками русских считать не надо. А то как-то совсем неуважительно в отношении своего же народа получается, к которому вы же себя причисляете”-ო. მერე ვალერიანმა სუფრა გაუშალა ძმაკაცს - `სუხოი პაიოკი~. 5 ლიტრიანით ლუდი აიღეს სანაპიროზე, ვობლა და შავი პურიც დაამატეს და არაყიც... მეორე დღისთვის კი ფრონტის წინა ხაზზე გადაწყვიტეს გასვლა, საქართველო ხო უნდა დავიცვათ, თან კიდე ამათ ჩვენი ძმობის განადგურებაც უნდათ და ესეც დასაცავი გვაქვსო. მხოლოდ ფაშისტი თუ დაესხმებოდა თავს საქართველოს, ხოდა ფაშისტს კიდე ეროვნება არ აქვს, ფაშისტი ფაშისტიაო, საშა იძახოდა... იარაღი კი, იარაღი პენსიონერები ვართ და ურიგოდ გვეკუთვნისო... ვალერიანმა ყველაზე მაგარი იარაღი კიდე ჩვენი ძმობაა და აბა მოვიდნენო...
22.08.2008 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ''მეორე დღისთვის კი ფრონტის წინა ხაზზე გადაწყვიტეს გასვლა, საქართველო ხო უნდა დავიცვათ, თან კიდე ამათ ჩვენი ძმობის განადგურებაც უნდათ და ესეც დასაცავი გვაქვსო. მხოლოდ ფაშისტი თუ დაესხმებოდა თავს საქართველოს, ხოდა ფაშისტს კიდე ეროვნება არ აქვს, ფაშისტი ფაშისტიაო, საშა იძახოდა... იარაღი კი, იარაღი პენსიონერები ვართ და ურიგოდ გვეკუთვნისო... ვალერიანმა ყველაზე მაგარი იარაღი კიდე ჩვენი ძმობაა და აბა მოვიდნენო...'' ``მეორე დღისთვის კი ფრონტის წინა ხაზზე გადაწყვიტეს გასვლა, საქართველო ხო უნდა დავიცვათ, თან კიდე ამათ ჩვენი ძმობის განადგურებაც უნდათ და ესეც დასაცავი გვაქვსო. მხოლოდ ფაშისტი თუ დაესხმებოდა თავს საქართველოს, ხოდა ფაშისტს კიდე ეროვნება არ აქვს, ფაშისტი ფაშისტიაო, საშა იძახოდა... იარაღი კი, იარაღი პენსიონერები ვართ და ურიგოდ გვეკუთვნისო... ვალერიანმა ყველაზე მაგარი იარაღი კიდე ჩვენი ძმობაა და აბა მოვიდნენო...``
18. http://urakparaki.com/img/Smileys/39.gif რა სააყვარლები არიან :) http://urakparaki.com/img/Smileys/39.gif რა სააყვარლები არიან :)
16. დავიწყე და რა დაამთავრებს ამას...იზვინიტე დავიწყე და რა დაამთავრებს ამას...იზვინიტე
14. ვალერიანმა ყველაზე მაგარი იარაღი კიდე ჩვენი ძმობაა და აბა მოვიდნენო... ....... ვალერიანმა ყველაზე მაგარი იარაღი კიდე ჩვენი ძმობაა და აბა მოვიდნენო... .......
13. 5,მაქსიმუმი! 5,მაქსიმუმი!
12. მე მგონი არაფერიც არ უკლია.. ჩემი აზრით.. :) მწვერვალამდე კი მივა..
10 მე მგონი არაფერიც არ უკლია.. ჩემი აზრით.. :) მწვერვალამდე კი მივა..
10
11. გასაგებია პათეტიკა მაგრამ ლიტ. ოსტატობს მწვერვალამდე მაინც ბევრი უკლია. გასაგებია პათეტიკა მაგრამ ლიტ. ოსტატობს მწვერვალამდე მაინც ბევრი უკლია.
10. ძირს ოკუპანტები... ძირს ოკუპანტები...
9. კარგია , მე მაქვს მასიმუმიმ2 ცოტაა ეს ამ მოტხრობისტვის მაგრამ რომექნება მეტი დაუნანებლად გავიღებ კიდევ კარგია , მე მაქვს მასიმუმიმ2 ცოტაა ეს ამ მოტხრობისტვის მაგრამ რომექნება მეტი დაუნანებლად გავიღებ კიდევ
8. ძალიან მაგარია :) 10 ძალიან მაგარია :) 10
7. სიამოვნებით გკითხულობ ყოველთვის :) სიამოვნებით გკითხულობ ყოველთვის :)
6. შესანიშნავია. ნიჭიერი პროზაიკოსი..თქვენი მკითხველი ვარ დიდი ხანია... 5 შესანიშნავია. ნიჭიერი პროზაიკოსი..თქვენი მკითხველი ვარ დიდი ხანია... 5
5. მაგარი ხარ ლევან! ძალიან ვისიამოვნე, გაიხარე შენ...10 მაგარი ხარ ლევან! ძალიან ვისიამოვნე, გაიხარე შენ...10
4. „სიჩჰას ნი ვრემია კ დრუზიამ ეზდიტ” - გაიცინა ერთმა სერჟანტმა.. „სიჩას კაკ რაზ ვრემია დრუზიამ ეზდიტო” - მოუჭრა ვალერიანმა. რუსი გენერალი იყო იქვე, ვერ უთხრა უარი. „დედ, ტი ჩტო, ტოჩნო ზა ბერლინ ვაევალ” - კითხა ვალერიანს, ვალერიანის მედლებს რომ დააკვირდა. „და, ტოჩნა ზა ბერლინ, ა ტი ჩტო ზა გორი ვაივუეშ და?” - კითხვა დაუსვა გენერალს... „ნე ნადა დედ!” - უთხრა გენერალმა და ჯარისკაცებს უბრძანა, მანქანა შეუმოწმეთ და გაუშვითო.
„Медведев, Путин, Лавров: уж русские без МГИМошных образований поняли, что вы, вашей "премудрой" политикой, сделали из нас русских агрессоров и фашистов. А вы все "никак"? Выведите свой воиска из Ю. Осетии и Абхазии, что вы там делаете? Уж тем паче надо выйти, если вы рассказываете сказки, что Россия не агрессор. Дураками русских считать не надо. А то как-то совсем неуважительно в отношении своего же народа получается, к которому вы же себя причисляете”-ო.
მხოლოდ ფაშისტი თუ დაესხმებოდა თავს საქართველოს, ხოდა ფაშისტს კიდე ეროვნება არ აქვს, ფაშისტი ფაშისტიაო, საშა იძახოდა... იარაღი კი, იარაღი პენსიონერები ვართ და ურიგოდ გვეკუთვნისო... ვალერიანმა ყველაზე მაგარი იარაღი კიდე ჩვენი ძმობაა და აბა მოვიდნენ და გვესროლონო...
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა, ლევან, ჩემო გულიანო და ჭკვიანო კაცო! 5 და რატომ არ მაქვს მეტი?! „სიჩჰას ნი ვრემია კ დრუზიამ ეზდიტ” - გაიცინა ერთმა სერჟანტმა.. „სიჩას კაკ რაზ ვრემია დრუზიამ ეზდიტო” - მოუჭრა ვალერიანმა. რუსი გენერალი იყო იქვე, ვერ უთხრა უარი. „დედ, ტი ჩტო, ტოჩნო ზა ბერლინ ვაევალ” - კითხა ვალერიანს, ვალერიანის მედლებს რომ დააკვირდა. „და, ტოჩნა ზა ბერლინ, ა ტი ჩტო ზა გორი ვაივუეშ და?” - კითხვა დაუსვა გენერალს... „ნე ნადა დედ!” - უთხრა გენერალმა და ჯარისკაცებს უბრძანა, მანქანა შეუმოწმეთ და გაუშვითო.
„Медведев, Путин, Лавров: уж русские без МГИМошных образований поняли, что вы, вашей "премудрой" политикой, сделали из нас русских агрессоров и фашистов. А вы все "никак"? Выведите свой воиска из Ю. Осетии и Абхазии, что вы там делаете? Уж тем паче надо выйти, если вы рассказываете сказки, что Россия не агрессор. Дураками русских считать не надо. А то как-то совсем неуважительно в отношении своего же народа получается, к которому вы же себя причисляете”-ო.
მხოლოდ ფაშისტი თუ დაესხმებოდა თავს საქართველოს, ხოდა ფაშისტს კიდე ეროვნება არ აქვს, ფაშისტი ფაშისტიაო, საშა იძახოდა... იარაღი კი, იარაღი პენსიონერები ვართ და ურიგოდ გვეკუთვნისო... ვალერიანმა ყველაზე მაგარი იარაღი კიდე ჩვენი ძმობაა და აბა მოვიდნენ და გვესროლონო...
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა, ლევან, ჩემო გულიანო და ჭკვიანო კაცო! 5 და რატომ არ მაქვს მეტი?!
3. დავიწყე...მაგრამ ვერა რა, ამ სიცხეში, სხვა დროს მივხედავ. დავიწყე...მაგრამ ვერა რა, ამ სიცხეში, სხვა დროს მივხედავ.
2. როგორ მიხარია ,რომ აქ ხართ. ვალერიანმა ყველაზე მაგარი იარაღი კიდე ჩვენი ძმობაა <<სრული სიმართლე როგორ მიხარია ,რომ აქ ხართ. ვალერიანმა ყველაზე მაგარი იარაღი კიდე ჩვენი ძმობაა <<სრული სიმართლე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|