ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2010


გამოფხიზლების ბალადა


/ წიგნიდან    ,, საუბრები  ღვიღვასთან '' /


...  დავემშვიდობე
გადარეულ  დღეთა  სერიას 
და  კვლავ  უშვერმა  ღრიანცელმა
ჩაწიხლა  თრობა ...

გამოფხიზლება  -
დახავსებულ  ხილვათა  რთვლობა  -
უსახურ  ხედებს  შეახოცავს
მზერას  ცრემლიანს ...

ძარღვში  -  უმეტეს  ღვინისა  და 
ცეცხლოვან  არყის,
გულიდან  ცრემლი  მოწანწკარებს,
ვფიცავარ  ძმობას ...

სენს  ესევითარს
ვერანაირს  მოარგებ  გრძნობას,
და  თუ  მენდობი  - 
კრინტის  დაძვრაც  ამაზე  არ  ღირს ...

მზე  დაიტირეს
ღამეებმა  უთოვლო  ზამთრის
( ეს  დეკემბერი 
უღიმღამო  ლოდინში  გაცვდა ...) ...

გამოფხიზლება 
( უმწეობის  მწუხარე  განცდა ... )  -
სიფრთხილით  ზვერავს
სიმშვიდისკენ  გასაწალდ  გზაწვრილს ...

ვისთვისაც  ერთხელ  წაუგვრია 
სიყვარულს  ცნობა
და  უკორტნია  მერე  გული   
ღალატის  ძერას ,

მათგან  რამდენი
დღემდე  თრობის  მორევში  ტოპავს
და  სარდაფების  მღვრიე  ბოლი
უბინდავს  მზერას ...
 
სულ  ორად-ორი  აშავია
ამ  მზერას  გეზი:
მიაპყრობ  წარსულს  -
დაარწყულებ  ხსოვნას  გასენილს ...

ისიც  უმალვე 
( უკეთესსაც  აღარას  ელი ... )  -
იქედნურ  ქირქილის  შემოგაფრქვევს, 
დაშაქრულს  გესლით ...

თვალს  მოარიდებ
ბერწ  ჩვენებას,  მრავალგზის  ჩენილს ,
და  ცდილობ,  რამე  სხვას  შეავლო ,
სანაცვლოდ  ამის ...

-  მიედინება  აწმყო  გარეთ
სივრცის  და  ჟამის ,
და  შენს  სატკივარს  ეს  მცდელობაც
ვერაფერს  შველის ...

მეორე  გეზი  -
გაუმჭვირვალ  ბურუსში  კრთება
და  მოლიპული  გზა-ბილიკი 
ქარაფზე  გადის...

შენც  -  მერამდენედ ...  -
გაამხნევებ  გათანგულ  ქადილს,
რომ  არ  ეგების
ძილბურანში  დათვივით  გდება ,

როდესაც  ვიღაც
შენს  იდუმალ  ფიქრებსაც  უსმენს
( ტელეპატიის 
გაბლანდულა  გარშემო  ქსელი ...) ...

მაცხოვრის  სისხლი  შეხმობია
ჟანგიან  ლურსმნებს...
ცად  კი...  -
იუდას  აღუპყრია  თვალები  სველი... 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები