მოდი, ვითამაშოთ ერთად, ერთად დავიჭიროთ ბურთი, მე რომ ამ ბავშვობას ვერ ვთმობ, გულს რომ მონატრება უთრთის. ერთად შევეგებოთ დილას, ერთად გავაღვიძოთ მიწა, ჩვენი სიბერეა როცა მეტყვი, მაგ თვალებით გიცან, როცა მკლავს გამომდებ მკლავში, როცა აათრთოლებ სიტყვებს, მერე ფრთებსაც ერთად გავშლით, წლები კარებს ფეხით მიმტვრევს. ერთად გავაღვიძოთ დილა, ვლეწოთ ყველა შუშის თვალი, ვიცი, ცა მიმიღებს შვილად, ვიცი, ესეც გამოვთვალე. მოდი,ვითამაშოთ ერთად, ერთად დავიჭიროთ ბურთი, მე რომ ამ ბავშვობას ვერ ვთმობ გულსაც მონატრება უთრთის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ძალიან მომეწონა!!! გამითბა გული და 5 :) ძალიან მომეწონა!!! გამითბა გული და 5 :)
18. წლები კარებს ფეხით მიმტვრევს-კარს.... წლები კარებს ფეხით მიმტვრევს-კარს....
17. წლები კარებს ფეხით მიმტვრევს. <<< ძალიან ძლიერი ფრაზააა ეს: ) ბევრი +სი ამ ფრაზას წლები კარებს ფეხით მიმტვრევს. <<< ძალიან ძლიერი ფრაზააა ეს: ) ბევრი +სი ამ ფრაზას
16. ერთად გავაღვიძოთ დილა :) კარგია ერთად გავაღვიძოთ დილა :) კარგია
15. მადლობა მანანა ჩემი ტრიოლეტის მოწონებისთვის. წრფელი ლექსია, თბილი. მადლობა მანანა ჩემი ტრიოლეტის მოწონებისთვის. წრფელი ლექსია, თბილი.
14. მე კი ძალიან მომეწონა... მე კი ძალიან მომეწონა...
13. მოდი,ვითამაშოთ ერთად, ერთად დავიჭიროთ ბურთი, მე რომ ამ ბავშვობას ვერ ვთმობ გულსაც მონატრება უთრთის. მოდი,ვითამაშოთ ერთად, ერთად დავიჭიროთ ბურთი, მე რომ ამ ბავშვობას ვერ ვთმობ გულსაც მონატრება უთრთის.
10. რაღაცნაირია..კარგი:):) რაღაცნაირია..კარგი:):)
9. დიდებული ლექსები გქონიათ, აღტაცებული ვარ! +555555555 დიდებული ლექსები გქონიათ, აღტაცებული ვარ! +555555555
8. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს.
7. დავით მე ვერ გაკადრებ, რომ გაორება დაგეწყო... :) :) მაგრამ ეს ლექსი დაბეჭდილი მაქვს ჟურნალ " ლიტერატურა და ხელოვნებაში" , შეიძლება იქიდან გეცნობოდეს. :) დავით მე ვერ გაკადრებ, რომ გაორება დაგეწყო... :) :) მაგრამ ეს ლექსი დაბეჭდილი მაქვს ჟურნალ " ლიტერატურა და ხელოვნებაში" , შეიძლება იქიდან გეცნობოდეს. :)
6. მე რომ ამ ბავშვობას ვერ ვთმობ გულსაც მონატრება უთრთის.
ლამაზი გრძნობისმიერი ლექსია მე რომ ამ ბავშვობას ვერ ვთმობ გულსაც მონატრება უთრთის.
ლამაზი გრძნობისმიერი ლექსია
5. რატომღაც არ მომეწონა.. რატომღაც არ მომეწონა..
4. ეს ლიტ.გე ზე წავიკითხე თუ არ ვცდები :)
:):):)
თუ დამეწყო გაორება :):)) ეს ლიტ.გე ზე წავიკითხე თუ არ ვცდები :)
:):):)
თუ დამეწყო გაორება :):))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|