ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2010


***

ორივე ბედნიერი-
სიყვარულის
წიგნის ყდებივით.

***
ძმებმა იჩხუბეს და კედლზე
მშობლების სურათს
თითქოს ნისლი გადაეფარაო.

***
ხანდახან ისეა საკუთარ სახლში,
როგორც კვამლში ხე ყვავილოვანი.

***
აკვნის ცაზე უმშვენიერესი
მტკაველა ღრუბლები-
ხელები დედისა...

***
კიბე დედამიწის ხელია თითქოს,
რომელმაც სახლი ჩამოდგა სივრციდან
და ვეღარ ელევა...

***
მგზავრი აღარა ჩანს,
მაგრამ მწვერვალთან
ცა ისე განათდა,
რომ მივხვდი:ავიდა!

***
სივრცეს მინდობილი,
ყვავილს განდობილი,
დედამიწასავით
ერთ ადგილზე ვერგაჩერებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები