 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 29 დეკემბერი, 2010 |
( ვუძღვნი თამარ ბუკიას)
მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი! ახლა სიკვდილმა დამჯაბნა თუმცა როდი ვარ ჯაბანი, გულზე იაზმად მეფრქვევა შენი თვალ-ცრემლის ნაბანი. მიუვალ, სადაც მელიან შუბლგახსნით მამა-პაპანი. გულს თბილად დამეხურება მშობელი მიწის საბანი, კვლავ იბაღნარებს ღვთის მადლით ჩვენი უკვდავი მთა-ბარი. დირეს მომდგარა საკარგყმო- ლაშქარი პიროფლიანთა, მათმა თორ-აბჯრის მზე-შუქმა მომაკვდავს სული მინათა. ყალყზე დგებიან რაშები, ბრძოლად გაფრენა სწადიათ, მტერს უნდა დედა ვუტიროთ ხატის კარს დანაქადია! მეფე ქალები მომდგარან ჩემი სიზმრების ღიობთან უკან ლომები უდგანან ვაჟები ივერიონთა . წინ უდგათ შუბლსხივოსანი, მტერს ვინც ხმალი სცა ვადამდე და საქართველო განავრცო ნიკოფსით დარუბანდამდე! რა ყიჟინა და დაფია? რა საყვირი და ბუკია? ხმალსა და ქართველს ერთურთი ომში რამდენჯერ უქიათ ! სისხლში ასე რომ კაშკაშებს მათი ელვა და შუქია! თვალგაუწვდენი მინდვრები ყაყაჩოს ცეცხლით უმკიათ! ვაჟკაცებს წინ მოუძღვიან ქეთევანი და თამარი, მიწას ატყვია ჯვარ-ბეჭდად მათ შიშველ ფეხთა ნავალი, ნეტავი იმათ ფეხთა მტვერს ეს ჩემი ფერფლიც შერია! გოლგოთით რომ ზეაღმავალობს ჩემი ჯვარცმული ერია! ვწევარ, დაჭრილ გულს სალბუნად ლაშარის დროშა მფენია, ვინ აწყას რაც ამ გულიდან კრავისა სისხლი მდენია, წინაპრის სისხლით ეს დროშაც ათასგზის განაჯერია, ნიადაგ ბორგვა სისხლისა სისხლისა ცეცხლს შერევია. ეს სისხლი არის ხმალდახმალ სიკვდილთან რომ მაკამათა, და ახლა მოსჩქეფს, შეერწყას წმინდა სისხლს მამა-პაპათა! თამარმა წყლული მიხვია მისვა მინდიას მალამო, მტერო, სად დამემალები, სიბრიყვე უნდა განანო! უომრად ვერ მოვშველდებით, ეს გული მიძგერს სანამო, გეყოს, რაც ცეცხლით წამართვი საგანძური და სალარო! რა ცრემლიანი ლუკმა მაქვს ჩემო დედავ და წმინდანო, როგორ დაგთმო და დაგკარგო, სანამ ტკივილებს ვზიდავო, როგორ გაუძელ წამებას, რა სასწაული გრჯიდაო, ნეტავი ვისი ხმა იყო, რომ ჩამოგესმა ციდანო ! ------------------------------ მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. რატომღაც სასიმღერო ლექსიააა....ასე ვფიქრობბ ხო და წარმატებები რატომღაც სასიმღერო ლექსიააა....ასე ვფიქრობბ ხო და წარმატებები
23. მართლაცც კარგი ლექსია მართლაცც კარგი ლექსია
22. გაიხარეთ,მაგარია! გაიხარეთ,მაგარია!
21. მრავალ ახალ წელს შატილიონო.. მრავალ ბედნიერს... მრავალ ახალ წელს შატილიონო.. მრავალ ბედნიერს...
20. კარგი ლექსია, კარგი მიძღვნა, გულიანი და ლამაზი,ეს მხოლოდ პოეტების ხვედრია! კარგი ლექსია, კარგი მიძღვნა, გულიანი და ლამაზი,ეს მხოლოდ პოეტების ხვედრია!
19. ყველას, ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს! ყველას, ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს!
18. მშვენიერია! 55 მშვენიერია! 55
17. ვაფასებ თქვენს პოეტურ ნიჭს!!! :) :-* ბევრი სიხარული მოეტანოს დამდეგ ახალ წელს! :) ვაფასებ თქვენს პოეტურ ნიჭს!!! :) :-* ბევრი სიხარული მოეტანოს დამდეგ ახალ წელს! :)
16. გაიხარეთ, ბ-ნო ელდარ! არაჩვეულებრივი ლექსია და ღირსეული ადრესატი... 5 გაიხარეთ, ბ-ნო ელდარ! არაჩვეულებრივი ლექსია და ღირსეული ადრესატი... 5
15. ეს კილოკავი ლექსისთვისაა მოგონილი... ეს კილოკავი ლექსისთვისაა მოგონილი...
14. მიყვარს მთის ხმა სადაც ისმის :) მიყვარს მთის ხმა სადაც ისმის :)
13. მშვენიერი ლექსია..55555555
მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი!
მშვენიერი ლექსია..55555555
მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი!
12. მტერო, სად დამემალები, სიბრიყვე უნდა განანო!
მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი!
დიდებულია...კარგია, კაცს რომ კაცობა უხდება ..."ვერ მააწონებთ კარგ ყმასა, რაც არ უჯდება ჭკვაშია" :) მტერო, სად დამემალები, სიბრიყვე უნდა განანო!
მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი!
დიდებულია...კარგია, კაცს რომ კაცობა უხდება ..."ვერ მააწონებთ კარგ ყმასა, რაც არ უჯდება ჭკვაშია" :)
11. მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი!
არ გამკვირვებია თქვენგან ასეთი ძლიერი ლექსი, ბატონო ელდარ. არც ის გამკვირვებია, თამარს რომ მიუძღვენით, გამიხარდა ეს ძალიან. იმსახურებს თამარი ასეთ ძალიან ლამაზ ლექსს უდავოდ. :) ძალიან მიყვარხართ :) მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი!
არ გამკვირვებია თქვენგან ასეთი ძლიერი ლექსი, ბატონო ელდარ. არც ის გამკვირვებია, თამარს რომ მიუძღვენით, გამიხარდა ეს ძალიან. იმსახურებს თამარი ასეთ ძალიან ლამაზ ლექსს უდავოდ. :) ძალიან მიყვარხართ :)
10. "ვაჟკაცებს წინ მოუძღვიან ქეთევანი და თამარი, მიწას ატყვია ჯვარ-ბეჭდად მათ შიშველ ფეხთა ნავალი, ნეტავი იმათ ფეხთა მტვერს ეს ჩემი ფერფლიც შერია!"
"მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი!"
მშვენიარი მიძრვნაა. :) თამარი იმსახურებს დიდ სიყვარულს და სითბოს. :)
პათივისცემით: ტენდი :)
"ვაჟკაცებს წინ მოუძღვიან ქეთევანი და თამარი, მიწას ატყვია ჯვარ-ბეჭდად მათ შიშველ ფეხთა ნავალი, ნეტავი იმათ ფეხთა მტვერს ეს ჩემი ფერფლიც შერია!"
"მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი!"
მშვენიარი მიძრვნაა. :) თამარი იმსახურებს დიდ სიყვარულს და სითბოს. :)
პათივისცემით: ტენდი :)
9. ძალიან მაგარია! ძალიან მაგარია!
8. ღირდა და დროული!!! შატილიონს, უძლიერესს პოეტსა და შემოქმედს ჩემი ღრმა პატივისცემა!!! იდღეგრძელე და იხარე ძამია!!! გაიხარე შენა!!!
ღირდა და დროული!!! შატილიონს, უძლიერესს პოეტსა და შემოქმედს ჩემი ღრმა პატივისცემა!!! იდღეგრძელე და იხარე ძამია!!! გაიხარე შენა!!!
6. არაჩვეულებრივი მიძღვნაა!+777 არაჩვეულებრივი მიძღვნაა!+777
5. როგორ დაგთმო და დაგკარგო, სანამ ამ ტკივილს ვზიდავო, როგორ გაუძელ წამებას, რა სასწაული გრჯიდაო, ნეტავი ვისი ხმა იყო, რომ ჩამოგესმა ციდანო ! ------------------------------ მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი!
როგორ დაგთმო და დაგკარგო, სანამ ამ ტკივილს ვზიდავო, როგორ გაუძელ წამებას, რა სასწაული გრჯიდაო, ნეტავი ვისი ხმა იყო, რომ ჩამოგესმა ციდანო ! ------------------------------ მივალ, ნუგეშად მიმყვება მაგ გულის სითბო მცირედი, მტერს გინდა ასჯერ მოვეკალ, თუკი შენ დამიტირებდი!
3. დავმუნჯდი... ენა წამერთვა, კაცი ვეღარ ვსვამ წყალსაო. რა კარგი ლექსი უძღვენი, მგოსანო თამარქალსაო. წავიკითხე და გავოცდი, ვეღარ ვსვამ ვერცა ღვინოსა. მაღალ ხთის მადლი ჰფარვიდეს თამარს, ქეთევანს, ნინოსა. დავმუნჯდი... ენა წამერთვა, კაცი ვეღარ ვსვამ წყალსაო. რა კარგი ლექსი უძღვენი, მგოსანო თამარქალსაო. წავიკითხე და გავოცდი, ვეღარ ვსვამ ვერცა ღვინოსა. მაღალ ხთის მადლი ჰფარვიდეს თამარს, ქეთევანს, ნინოსა.
2. მაგარია...გაიხარეთ... მაგარია...გაიხარეთ...
1. ელდარ, რა უნდა გეჩუქებინა ახლა, მე რომ ეს ლექსი გამიხარდა!
ის დარტყმა რაც მე მივიღე, - მათ კისერზე იყოს, მაგრამ... თუნდა ამად ღირდა, - გამეგო, ვინ რას ფიქრობდა რეალურად ჩემზე! კაცი რომ მოკვდება, ჭია-ღუა მერე იწყებს ნადიმს! შენ გაგიმარჯოს, შატილიონო! მადლობა მიწიდან და ზეცამდე! 5 ელდარ, რა უნდა გეჩუქებინა ახლა, მე რომ ეს ლექსი გამიხარდა!
ის დარტყმა რაც მე მივიღე, - მათ კისერზე იყოს, მაგრამ... თუნდა ამად ღირდა, - გამეგო, ვინ რას ფიქრობდა რეალურად ჩემზე! კაცი რომ მოკვდება, ჭია-ღუა მერე იწყებს ნადიმს! შენ გაგიმარჯოს, შატილიონო! მადლობა მიწიდან და ზეცამდე! 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|