| ავტორი: მუხრან აბაშიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 დეკემბერი, 2010 |
ღამეა, ღამეა. მანქანა გაექანა და გაეტკაცუნა უცებ. ნაზი სიფხიზლე - სხვა რამეა. გზაზე დაფნა აფენია, როგორც სხივი მზეზე შუადღეზე ბზინავდა... მაინც სხივი – უთვალავი ხაზი… მაინც დაფნა – მარადმწვანე... მაინც... იქვე კიდევ ერთი ხაზი გამოიკვეთა – მზე თოვლს სუსხის გამო ეკვეთა... სითეთრე - გულში ჩაიდნო, ვითარცა ბედის დინება, - სანდო. და გრძნობ, გრძნობ: არც სუსხია სხვისი, არც – სხივი, არც დრო, ცაც... და ყოფიერებას ეფერები... ჰო, სუსხს ნუ იხსნი, სხივს დაესესხე ფერები; თოვლსაც... - შეჩერდი, შეჩერდი, გამოსავალს ნუ ეპარები, რას აპირებ?! - გაიყინე, გალხვი, დაიწვი, აღმოცენდი!... აბა, როგორ გაიდება ხიდი ცამდე?! - დარჩი მაქ, მიწის სამოსსა და მიწას შორის, დრო გაქვს, და სუდარაში გაისუდრე. ადრეც ხომ არაერთხელ გიგრძვნია, მზის ცისარტყელა როგორ ურიგოდ მოგორდა, ცრემლივით, და დაწვა სუდარაზე და თეთრი მდინარე გახაზა შენკენ და დედამიწისკენ... მაშინ შენ გაჩნდი თუ გამოჩნდი?
წამებს რაღაც აწამებთ თითქოს, რიგ-რიგობით წკავიან, მაგრამ ზანტად, ზუსტად ზანტად, არც წკავიან თითქმის, ლამის მომავალმა დაიგვიანოს...
და დრო დნება... და გეხება ხაზი... ზიხარ... - ოღონდ სივრცის ცაზე ქვემოდან, დაწოლილ სივრცეზე ზედ... ჰო, გამახსენდა, რომ მზეწვიმა ყველაზე ლამაზია, რაც თვალთ უნახავთ ადრეც, ახლაც და მერეც, და მათ შორის... ეს სამი - წერტილია, ვიცი, უსასრულობებს შორისაა, ყოველი მხრიდან... გამხნევდი, სიმძიმეს დაუსვი წერტილი, და მძიმე დაივიწყე ყოველ აწმყოში...
მომავლის სურათს ახლანდელი ემოციები ვარცხნიან – მეხსიერებაში... ერწყმიან... ყოფიერებას ეფერებიან...
ავტორი: მუხრან აბაშიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. გილოცავ ახალ წელს და დამდეგ ქრისტეშობას!სულ იხაროს იმღეროს და ივარდისფეროს შენმა გულმა!:) გილოცავ ახალ წელს და დამდეგ ქრისტეშობას!სულ იხაროს იმღეროს და ივარდისფეროს შენმა გულმა!:)
11. აქ დღე-ღამეს ერთმანეთი გადაუკვეთავს, დრო შთაუნთქავს მარადისობას, როგორც სუსხი
555 აქ დღე-ღამეს ერთმანეთი გადაუკვეთავს, დრო შთაუნთქავს მარადისობას, როგორც სუსხი
555
10.
უღრმესი მადლობა ყველას, უღრმესი.
უღრმესი მადლობა ყველას, უღრმესი.
9. ეს სამი - წერტილია, ვიცი, უსასრულობებს შორისაა, ყოველი მხრიდან... გამხნევდი, სიმძიმეს დაუსვი წერტილი, და მძიმე დაივიწყე ყოველ აწმყოში...
რატომ "სხვა"? მუხრანო, ძალიან კარგი ხარ, ძალიან :) გილოცააავ... იცი, მზესავით სიკეთეს გისურვებ :) ეს სამი - წერტილია, ვიცი, უსასრულობებს შორისაა, ყოველი მხრიდან... გამხნევდი, სიმძიმეს დაუსვი წერტილი, და მძიმე დაივიწყე ყოველ აწმყოში...
რატომ "სხვა"? მუხრანო, ძალიან კარგი ხარ, ძალიან :) გილოცააავ... იცი, მზესავით სიკეთეს გისურვებ :)
8. ბედნიერ შობა-ახალ წელს...:) ბედნიერ შობა-ახალ წელს...:)
7. :) 4 გაიხარე შენა!!! :) 4 გაიხარე შენა!!!
5. ადრეც ხომ გიგრძვნია არაერთხელ, მაქედან, მზის ცისარტყელა როგორ ურიგოდ მოგორდა, ცრემლივით, და დაწვა სუდარაზე და თეთრი მდინარე გახაზა შენკენ და დედამიწისკენ... მაშინ შენ გაჩნდი თუ გამოჩნდი?
განსხვავებული ხედვა გაქვს მუხრააან :) ადრეც ხომ გიგრძვნია არაერთხელ, მაქედან, მზის ცისარტყელა როგორ ურიგოდ მოგორდა, ცრემლივით, და დაწვა სუდარაზე და თეთრი მდინარე გახაზა შენკენ და დედამიწისკენ... მაშინ შენ გაჩნდი თუ გამოჩნდი?
განსხვავებული ხედვა გაქვს მუხრააან :)
4. მომავლის სურათს ახლანდელი ემოციები ვარცხნიან – მეხსიერებაში... ერწყმიან... ყოფიერებას ეფერებიან...
რა კარგად ამბობ... მომავლის სურათს ახლანდელი ემოციები ვარცხნიან – მეხსიერებაში... ერწყმიან... ყოფიერებას ეფერებიან...
რა კარგად ამბობ...
3.
ხათუნა, გენაცვალე, მადლობა. ,,ბედნიერება მადლიერებაშიაო", – უთქვამთ, შენც ამასვე გისურვებ.
ხათუნა, გენაცვალე, მადლობა. ,,ბედნიერება მადლიერებაშიაო", – უთქვამთ, შენც ამასვე გისურვებ.
2. გამხნევდი, სიმძიმეს დაუსვი წერტილი, და მძიმე დაივიწყე ყოველ აწმყოში...
+5 დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავ, მუხრან. ზღვა ბედნიერება მოგმადლოს უფალმა! გამხნევდი, სიმძიმეს დაუსვი წერტილი, და მძიმე დაივიწყე ყოველ აწმყოში...
+5 დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავ, მუხრან. ზღვა ბედნიერება მოგმადლოს უფალმა!
1. ჟადენ, ვცადე, როგორც გითხარი, მაგრამ პოეზიის ჟანრს არ მივაკუთვნე ეს ნაწერი, ამჯერად.
მრავალ ახალ წელს. ჟადენ, ვცადე, როგორც გითხარი, მაგრამ პოეზიის ჟანრს არ მივაკუთვნე ეს ნაწერი, ამჯერად.
მრავალ ახალ წელს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|