ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2011


პატარაები და სასაფლაოზე


      დილა

მზემ გამაღვიძა.
ვერ შევიბრუნე  ძილი ვერაფრით.
შენ ხომ არ იყავ?
მეფერებოდა შორიდან და
თბილად შენსავით.

თეთრი სიყვარული

საოცარია,უძახე ცივი ზამთარს.
მოვა... -გადაათეთრებს იმ მთას  თუ ამ მთას,
გაგვიმართავს ფიფქთა მარათონს და
თეთრ სიყვარულს თავზე დაგვათოვს...


        სასაფლაოზე

კაცი ზის ერთი,
მაგიდაზე დაყრდნობით,
მარტო,
თვალებში ბინდი -წყალნარევი,
არადა მარტო
ზურგი ჩანს მისი...
მაგიდა არის ქვის და მარტივი,
მისია დიდი...
არ დაუვარდეს, არ გაეშვას, კაცის განცდილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები