ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2010


ალგეთს ჯერაც დარჩენილი ლეკვებისა


მიწა  -  წაგვრილი ...
ცა  -  გამოხრული ...
ჯავრის  ჯოგს   
ჯოხით  მივერეკები ...
ღჯო,  აჯამი  და  უჯილაგო   
მჯაბნის  მომხვდური ...
უგულჯიგრო  ჯგროს  შევახარჯე
მაჯაც,  ნეკნებიც ...

ჯერი  დადგება 
( მჯერა  -  მანამ
ღვთით,  არ  მოვკვდები !..) -
ჯერ  დინჯად 
ჯეელ  ჯანთა  მომკრებნი,
ჯიშიან    ტოტებს 
რჯულზე  მარჯვედ  გაატოკებენ
საჯიშედ  ჯერაც  დარჩენილი
ალგეთს   
ლეკვები ...



ბედნიერ  ახალ  წელს  გისურვებთ  ყველა  ურაკელს  და  სრულიად  საქართველოს!
უფალი  შეგვეწიოს  ყველა  კეთილ  საქმეში!
ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები