ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2011


მადლი უფალს

დილის მადლზე უყვარდა საუბარი ბებიას,
"ნენა, არ დეიზარო, მადლი სწირე უფალსო!"
რა ხანია ხალისით აღარ გამღვიძებია,
და დღეც, კარგა ხანია, არ ყოფილა უნავსო.
სამი სახარებაო, - თქმა უყვარდა  ბაბუას,
  გულზე ჯვარი ეკიდა დიდხანს ნაკომუნისტარს.
  ”ბაბუ, სუყველაფერი ამ ცხოვრების თავბრუა”,
  გაუფრთხილდი, იცოდე, მაგ ”ერცახე” სულის კარს...” 
ამ დილით ჩემს საწოლზე მზე ჩამოჯდა ირიბად,
სითბოდ ჩამოიღვარა გაუხელელ გუგებში.
მზე მოჰგავდა ოქროში თავდაბანილ გვირილას,
და მადლი გათენების ჩამიტოვა უბეში.
რა ხანია არ მითქვამს გამჩენისთვის მადლობა,
გათენებულ დღისა და პურისათვის არსობის.
დედა იდგა ხატებთან, დედის ლოცვებს ამბობდა,
დედის ლოცვას ყოველთვის დარდის კართან ვახსოვდი...
წინაპართა სულები სახლთან ხედ ამოსულან,
ჩუმი ლოცვა ფოთლების ქარმა ცას შეაფრქვია.
ცა ისეთი სუფთაა, როგორც სახე ორსულის,
სული როცა სავსეა, ვგრძნობ უფალიც აქვეა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები