ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
4 იანვარი, 2011


პალატა №22 --- (psych'ereal)

– მივდივარ?
– სად?
– იქ სადაც სიმშვიდეა და მარტო ვიქნები!
–  ხუმრობ?
      ხმა შეწყდა.
      მთელი ღამე ზმუოდა ზამთრის ქარი ჩემს ფანჯარასთან. ყოველი ხმა, ჩემს საწინააღმდეგოდ იყო განწყობილი, უფრო სწორად, ჩემს ნერვებს ამშვიდებდა..
      მეორე დილით, გაღვიძებისთანავე დავურეკე, მაგრამ გათიშული ჰქონდა.
– ალბათ სძინავს– დავიმშვიდე თავი.
  მთელი დღის განმავლობაში ვურეკავდი. ამაოდ. შემდეგ საერთო მეგობრებში ვეძიე. ყველა შესაძლო ადგილას მივედი, მაგრამ არსად დამხვდა. მთელი კვირის მანძილზე, ღამეები, თეთრსუდარამოცმულები დაძრწოდნენ ქუჩებში. საღამოს მისი ნოველები წავიკითხე და უცებ თავში გამიელვა,
– ჩვენი ძველი სახლი! ღმერთო, როგორ არ გამახსენდა, რა სულელი ვარ! პიჯაკი მოვიცვი. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე.
      ჭიშკარი შევაღე და წამსვე ნაცნობი, მძიმე სუნი მეცა... ჩემი ავადმყოფი სულის აჩრდილი გამომყვა უკან. მაშინ გიჟს მეძახდნენ! თავს მოვერიე. რა დროს ჩემზე ფიქრი იყო!
        პალატა  №22
        შევედი. კედლები სავსე იყო წარწერებით, სადაც მხოლოდ მისი ფსევდონიმი ეწერა. ირგვლივ იატაკზე ფურცლები ეყარა. ის ფანჯარასთან იჯდა. სიგარეტს ეწეოდა და რაღაცას წერდა. თვალები ამღვრეული ჰქონდა.  დამინახა. ცრემლები თვალებშივე მოგუდა. ნაფაზი დაარტყა და ღრმად შეისუნთქა. თვალებზე შევატყვე მელოდა, მაგრამ ხმა არ გამცა. თითქოს, არავინ ყოფილიყო ოთახში მის გარდა. ცრემლები გადავყლაპე. ხმის ამოღება გამიჭირდა, მეშინოდა სისუსტე არ შეემჩნია.
– აქ იპოვე სიმშვიდე?! – მკაცრი ტონით ვუთხარი.
– აქ ჩემნაირები არიან!
– მეც შენნაირი ვარ, დაგავიწყდა? მეც აქ ვრჩები.
– აქ ისეთები არიან, ვინც არავის სჭირდება, ისეთები, რომლებიც ცხოვრებას ტვირთად აწევს. ისეთები, ვისთვისაც ადგილი ვერ მოიძებნა საზოგადოებაში.
– ახლავე ავდგები და ვიტყვი , რომ არ ხარ გიჟი და იგონებ, ვიტყვი რომ ეგოისტი ხარ1
– როგორ გგონია, ვის დაუჯერებენ შენ თუ მე?
  ძალა გამომელია. გვერდით მივუჯექი. მხარზე  თავი დავადე და ჩურჩულით ვუთხარი:
– ყველა შენი შეცდომით, უანგაროდ, ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ! ისწავლე, რომ ადამიანი ხარ! არ მიგატოვებ!

  ადამიანები სიმშვიდეს ერთმანეთში ვპოულობთ. არ მივატოვით ერთმანეთი მძიმე წუთებში. შური და ბოღმა განვაგდოთ და ვუმკურნალოთ ჩვენს ცოდვით სავსე სულებს– ერთობით და გულწრფელი, ჭეშმარიტი სიყვარულით!

  ეს ადამიანი, გენიალურ ნოველებს წერს პალატა ნომერ 22–ში... მისი სახელი აუცილებლად შემორჩება ისტორიას... მე მას დავუბრუნდი. ჩვენ ისევ ერთად ვართ!!  დროებით....



                      პალატა №22 ––––––––––––– 18 დეკემბერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები