ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: უწისქვილისქვო
ჟანრი: პროზა
5 იანვარი, 2011


გუგულის ბუდეს გადაფრენილი

..."ეს, ჩემი ბოლო მესიჯია. ალბათ, ტელეფონს ჩამომართმევენ. უკვე გზაში ვარ. 20-ოდე წუთში შევაბიჯებ "სასუფეველში", რომელსაც ეწოდება... ფსიქიატრიული საავადმყოფო, ანუ ს ა გ ი ჟ ე თ ი! განა მართლა გიჟი ვარ!? ან შეიძლება ვარ-კიდეც!? მომენატრები". OK-ის დააჭირა და რომ დარწმუნდა გზავნილი მისთვის სასურველ (და ძვირფას) ადრესატს მიუვიდა ტელეფონი გამორთო.
      საღამოს ცხრას წუთები აკლდა მიმღებში გაბმული ზარი რომ დარეკა. კარი ულვაშა და ფლოსტებიანმა სანიტარმა გაუღო. - "ეკა ექიმო მართლა მოვიდა ეეე", ტონში აღმოსავლური კილო გაურია და მიმიკებზე ნათლად აესახა გაოცებანარევი სიხარული. ექიმი და ნინო ექთანი მცირე პურობას ამთავრებდნენ ყავის თანხლებით. "ყოჩაღ", ახლა ეკა ექიმმა გამოთქვა თავის წილი აღტაცება. - ნინო მიეცი ჩვენს მეგობარს ჰუმანიტარული კბილის ჯაგრისი, აი ის, იმ დღეს, იმეებმა რომ მოიტანეს და მერე ეს (ნიკაპით ანიშნა სანიტარზე), მეორეში აიყვანს. ჯაგრისის მიღების პროცედურას ისეთი ელფერი დაკრავდა, ამანათრბენისას სპორტსმენი, რომ, რაღაც ჯოხისნაირს გადასცემს თავის თანაგუნდელ მოწყვილეს. სანიტარმა ზერელედ გაჩხრიკა და ხელკავით გაიყოლა. რაღაც საშინელისა და უცნაურის მოლოდინში პირველი ბედნიერება იგემა: ტელეფონი ვერ უპოვეს!
        სად არ ყოფილა და რა არ გადახდენია. ათასი სიმწარე და ტკივილი დღემდე აჩნდა სულშიც და სხეულზეც, მაგრამ ეს რაღაც სულ სხვა იყო, რაღაც შეუცნებლის მოლოდინი და გარკვეულწილად შიშიც.  მეორე სართულზე ავიდნენ. ახლა სანიტარმა მისცა გაბმული და უფრო მჭექარე ზარი და წამებში კარიც გაიღო. "შედი", ოდნავ უბიძგა ულვაშამ და ორ დამხვდურ კოლეგას ინსტრუქტაჟით წარუდგინა - "ესა, კარქი ბიჭია, ჩვენიანი. ამათნაირი არ გეგონოთ...მთლათ" (მაინც დაიზღვია თავი). კიდევ აპირებდა რაღაცის დამატებას, მაგრამ, ვინღა აცალა. იქ ხომ ყველა ზარს, ყველა იქ მყოფი თავისი პატრონისა თუ ჭირისუფლის ზარად აღიქვამს და ახლა მათ გარემოცვაში მომწყვდეულს, უფრო მოგერიება უხდებოდა, ვიდრე შემდგომი ინსტრუქტაჟის გაგრძელება. "მოკლედ ჩაიბარეთ", ესღა მოახერხა და წავიდა. მოსალოდნელი გაოცება და შიში მყისიერად შეცვალა სიბრალულმა, 24-25 წყვილი თვალი დაჟინებით და გამჭოლად უთვალიერებდა მოზრდილ, პირადი ნივთებით სავსე პარკს. მათ ხომ თურმე სიგარეტი და საკვები სურდათ, რომლის დეფიციტურობაში თავადაც დარწმუნდა მომდევნო დღეებში...


                                                                                                  გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები