 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 6 იანვარი, 2011 |
(ექსპრომტად)
ქრისტე გფარავდეთ, ურაკელებო, შობამ გვიბრწყინოს, ვინძლო, მზე-კალმად! თუმც სისხლით გვემკას კვლავაც სამკალი, ისევ იეკლოს ვარდზე ეკალმა! რა ვქნათ თუ ნათლის სუფევის ნაცვლად ლამის წალეკოს ბნელმა ქვეყანა! მეც ბევრჯერ ძმურად გაწვდილი სითბო თავ-პირზე ნაცრად შემომეყარა! რას მოვესწარი ამ სიბერეში! ნათქვამს მიწუნებს ვიღაც ბეჟანა, საკუთარ გესლში ამოვლებული შორიდან უშნოდ შემომეჯღანა, ვერ მივხვდი, ასე რატომ თავნებობს, ან ჩემი ლექსი რატომ ემჟავა? ვგონებ, ჭკუაზე არ უნდა იყოს, დაუჟღარუნა რეტის ეჟვანმა. ზოგი რა გულღრძო დაიბადება! ადრეც ვიღაცა ამიყირავდა, თუმც მისი სიბრძნე და უწრთვნელობა, ვფიცავ, არ მიღირს არცა ჩირადა! -------------------------------------------------- შატილის ციხის ქონგურებიდან თეთრ ალამს ვფენ და გილოცავთ შობას, არღუნმა რიყოს, რაც ავი იყო და მივესალმოთ ურაკელთ ძმობას!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. მაგრად მომეწონა კარგი ლექსია, აი ბეჯანას ნაირებს კი ყურადგებას არუნდა აქცევდე... არ იმსახურებენ .... მაგრად მომეწონა კარგი ლექსია, აი ბეჯანას ნაირებს კი ყურადგებას არუნდა აქცევდე... არ იმსახურებენ ....
38. ვერ მივხვდი, ასე რატომ თავნებობს, ან ჩემი ლექსი რატომ ემჟავა? ვგონებ, ჭკუაზე არ უნდა იყოს, დაუჟღარუნა რეტის ეჟვანმა. ზოგი რა გულღრძო დაიბადება! nagdia!++ ვერ მივხვდი, ასე რატომ თავნებობს, ან ჩემი ლექსი რატომ ემჟავა? ვგონებ, ჭკუაზე არ უნდა იყოს, დაუჟღარუნა რეტის ეჟვანმა. ზოგი რა გულღრძო დაიბადება! nagdia!++
37. გაიხარე,მ მუხა, გემძლავროს და გეშრიალოს ამაყად! გაიხარე,მ მუხა, გემძლავროს და გეშრიალოს ამაყად!
36. ქრისტეშობას გილოცავთ მეგობარო! მრავალ შობას დაესწარი,გულითა წრფელითა და სიტყვათა ნათელითა! ქრისტეშობას გილოცავთ მეგობარო! მრავალ შობას დაესწარი,გულითა წრფელითა და სიტყვათა ნათელითა!
34. მადლობა ეკა, გივი, თქვენ, დიდი მადლობა, მეც გილოცავთ შობას. უფალი გეწეოდეთ! მადლობა ეკა, გივი, თქვენ, დიდი მადლობა, მეც გილოცავთ შობას. უფალი გეწეოდეთ!
33. ქრისტეშობის მადლი შეგეწიოთ ბ-ნო ელდარ თქვენ სრულიად საქართველოს!!!! ქრისტეშობის მადლი შეგეწიოთ ბ-ნო ელდარ თქვენ სრულიად საქართველოს!!!!
32. ელდარ, მრავალ შობას დაესწარი... :) ელდარ, მრავალ შობას დაესწარი... :)
31. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! +555 ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! +555
30. მადლობა ყველას, მშვიდობა ყველას! მადლობა ყველას, მშვიდობა ყველას!
29. შობას გილოცავთ...5 არ იყო ბეჟანა ასეთი გულღძო და...:) შობას გილოცავთ...5 არ იყო ბეჟანა ასეთი გულღძო და...:)
28. ქრისტესობას გილოცავთ. ქრისტესობას გილოცავთ.
27. გაიხარე, მიშა, მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი ბედნიერი და გახარებული! გაიხარე, მიშა, მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი ბედნიერი და გახარებული!
25. შობას გილოცავ, შატილიონო! უფალი აფარებდეს თავის მადლიან კალთას შენს ოჯახს, ხალხსა და შემოქმედებას! შობას გილოცავ, შატილიონო! უფალი აფარებდეს თავის მადლიან კალთას შენს ოჯახს, ხალხსა და შემოქმედებას!
24. დიდი მადლობა, სოლე. მეც გილოცავ შობას! მართალი ხარ, გემოვნებაზე არ დაობენ... ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ყველას თავისი როლი აქვს ამ ცხოვრებაში. დიდი მადლობა, სოლე. მეც გილოცავ შობას! მართალი ხარ, გემოვნებაზე არ დაობენ... ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ყველას თავისი როლი აქვს ამ ცხოვრებაში.
23. გაიხარეთ!გილოცავთ შობას!:)გემოვნებაზე არ დავობენ!ბევრს მოგვწონს თქვენი ნაწერები,ფაქტი ჯიუტია! გაიხარეთ!გილოცავთ შობას!:)გემოვნებაზე არ დავობენ!ბევრს მოგვწონს თქვენი ნაწერები,ფაქტი ჯიუტია!
22. რა ვქნათ თუ ნათლის სუფევის ნაცვლად ლამის წალეკოს ბნელმა ქვეყანა! მეც ბევრჯერ ძმურად გაწვდილი სითბო თავ-პირზე ნაცრად შემომეყარა! –––––– შატილის ციხის ქონგურებიდან თეთრ ალამს ვფენ და გილოცავთ შობას, არღუნმა რიყოს, რაც ავი იყო და მივესალმოთ ურაკელთ ძმობას!
გაიხარე, ელდარ! შობას გილოცავ, მეგობარო! მრავალს დაესწარი!
რა ვქნათ თუ ნათლის სუფევის ნაცვლად ლამის წალეკოს ბნელმა ქვეყანა! მეც ბევრჯერ ძმურად გაწვდილი სითბო თავ-პირზე ნაცრად შემომეყარა! –––––– შატილის ციხის ქონგურებიდან თეთრ ალამს ვფენ და გილოცავთ შობას, არღუნმა რიყოს, რაც ავი იყო და მივესალმოთ ურაკელთ ძმობას!
გაიხარე, ელდარ! შობას გილოცავ, მეგობარო! მრავალს დაესწარი!
20. მეც ბევრჯერ ძმურად გაწვდილი სითბო თავ-პირზე ნაცრად შემომეყარა!
"ყბედი მუნჯმა დაღალაო"-ახლა ეს გამახსენდა კომენტარებზე!
მეც ბევრჯერ ძმურად გაწვდილი სითბო თავ-პირზე ნაცრად შემომეყარა!
"ყბედი მუნჯმა დაღალაო"-ახლა ეს გამახსენდა კომენტარებზე!
19. :დ გავედი მე აქედან. :დ
მორალისტების ბანდა დამესხა თავს. :დ
ისე უზრდელი მორალისტი მაგარი უცნაური ტიპია :დ
თან რო ჭკუას გარიგებს და თან ილანძღება. :დ
:დ გავედი მე აქედან. :დ
მორალისტების ბანდა დამესხა თავს. :დ
ისე უზრდელი მორალისტი მაგარი უცნაური ტიპია :დ
თან რო ჭკუას გარიგებს და თან ილანძღება. :დ
18. კარგია როცა ასე კარგად იცნობ საკუთარ თავს
("არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო"
"არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა რეცხო ვანიშით"- ოდა ა.შ :დ)
რომ შეაფასე ასე მარტივად
მომწონს :)) კარგია როცა ასე კარგად იცნობ საკუთარ თავს
("არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო"
"არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა რეცხო ვანიშით"- ოდა ა.შ :დ)
რომ შეაფასე ასე მარტივად
მომწონს :))
17. :D აი ეგ არის უზრდელობა :D
ჩემს სინონიმურ შესატყვისს კაცობრიობა შეაფასებს. :D:D:D
"არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო"
"არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა რეცხო ვანიშით"- ოდა ა.შ :დ
სავსეა ქართული სიტყვიერება, მსგავსი რამე-რუმეებით. :)
ისე კი მე პოეზიას სხვა რამეს ვეძახი, მსგავს მოწოდებებს და ბოლოკომუნისტურ ნაწერებს რას ვეძახი გინახავთ უკვე. :დ
ნუღა მაწერინებთ რა. :)
მღლის :დ :D აი ეგ არის უზრდელობა :D
ჩემს სინონიმურ შესატყვისს კაცობრიობა შეაფასებს. :D:D:D
"არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო"
"არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა რეცხო ვანიშით"- ოდა ა.შ :დ
სავსეა ქართული სიტყვიერება, მსგავსი რამე-რუმეებით. :)
ისე კი მე პოეზიას სხვა რამეს ვეძახი, მსგავს მოწოდებებს და ბოლოკომუნისტურ ნაწერებს რას ვეძახი გინახავთ უკვე. :დ
ნუღა მაწერინებთ რა. :)
მღლის :დ
16. შატილიონო როდის იყო რომ ვირის წიხლს საწყენად იღებდნენ საქართველოში?
ასე შევაფასებდი დიმა ბახუტაშვილის ახალ სინონიმურ შესატყვისს ;;) შატილიონო როდის იყო რომ ვირის წიხლს საწყენად იღებდნენ საქართველოში?
ასე შევაფასებდი დიმა ბახუტაშვილის ახალ სინონიმურ შესატყვისს ;;)
15. ბოლოდან მეორე სტროფი მაგარია, კოპირებას ტექნიკურად ვერ ვახერხებ :)
ეს უფრო სადღეგრძელოა...მრავალი შობა გეზეიმოთ :)
ბოლოდან მეორე სტროფი მაგარია, კოპირებას ტექნიკურად ვერ ვახერხებ :)
ეს უფრო სადღეგრძელოა...მრავალი შობა გეზეიმოთ :)
14. შატილის ციხის ქონგურებიდან თეთრ ალამს ვფენ და გილოცავთ შობას, არღუნმა რიყოს, რაც ავი იყო და მივესალმოთ ურაკელთ ძმობას!
გაიხარე ელდარ, ასეთი კარგი სიტყვებისათვის! მრავალ შობა-ახალ წეს დაგასწროს ღმერთმა!!! :) :-* 555! შატილის ციხის ქონგურებიდან თეთრ ალამს ვფენ და გილოცავთ შობას, არღუნმა რიყოს, რაც ავი იყო და მივესალმოთ ურაკელთ ძმობას!
გაიხარე ელდარ, ასეთი კარგი სიტყვებისათვის! მრავალ შობა-ახალ წეს დაგასწროს ღმერთმა!!! :) :-* 555!
13. მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა. მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა.
12. ნამდვილად გიფასებენ, ეჭვიც არ მეპარება! ნამდვილად გიფასებენ, ეჭვიც არ მეპარება!
11. ეს პათეტიკური გამოსვლები გულზე და ზრდილობაზე არ გინდათ.
ეროვნულის პოეეზიის და პატრიოტული ლირიკის ახალი სინონიმური შესატყვისის მოფიქრებისთვის მე დაფასება მეკუთ(ვ)ნის :D ეს პათეტიკური გამოსვლები გულზე და ზრდილობაზე არ გინდათ.
ეროვნულის პოეეზიის და პატრიოტული ლირიკის ახალი სინონიმური შესატყვისის მოფიქრებისთვის მე დაფასება მეკუთ(ვ)ნის :D
10. დიმა ბახუტიშვილო, ვეჭვობ, საერთოდ გული გქონდეს (ზრდილობაზე აღარაფერს ვამბობ), ამიტომ არ დაგწამებ გულღრძობას. რატომ გეჩვენება გულზე მჯიღის ცემად ჩემი პოეზია, გაოცებული ვარ!... ჩანს, შენთვის სრულიად უცხო და მიუღებელია ყველაფერი ეროვნული! დიმა ბახუტიშვილო, ვეჭვობ, საერთოდ გული გქონდეს (ზრდილობაზე აღარაფერს ვამბობ), ამიტომ არ დაგწამებ გულღრძობას. რატომ გეჩვენება გულზე მჯიღის ცემად ჩემი პოეზია, გაოცებული ვარ!... ჩანს, შენთვის სრულიად უცხო და მიუღებელია ყველაფერი ეროვნული!
9. რას ნუ დაგწამებენ დიმა, დაწამებული ხარ უკვე. :D :D
რას ნუ დაგწამებენ დიმა, დაწამებული ხარ უკვე. :D :D
8. მრავალს დაესწარით, კარგო ავტორო!
+5!!! მრავალს დაესწარით, კარგო ავტორო!
+5!!!
7. ოთარ რო გამოვწორდე და გა(მო)ვპატრიოტდე, რაინდად მაკურთხებ? :D
ბოდიში, ვაოფებ, გავედი. ოთარ რო გამოვწორდე და გა(მო)ვპატრიოტდე, რაინდად მაკურთხებ? :D
ბოდიში, ვაოფებ, გავედი.
6. შატილის ციხის ქონგურებიდან თეთრ ალამს ვფენ და გილოცავთ შობას, არღუნმა რიყოს, რაც ავი იყო და მივესალმოთ ურაკელთ ძმობას!
გაიხარეთ ბატონო ელდარ, მრავალ შობა ახალ წელს დასწრებოდეთ! 555555555555555555555555555555555555555 შატილის ციხის ქონგურებიდან თეთრ ალამს ვფენ და გილოცავთ შობას, არღუნმა რიყოს, რაც ავი იყო და მივესალმოთ ურაკელთ ძმობას!
გაიხარეთ ბატონო ელდარ, მრავალ შობა ახალ წელს დასწრებოდეთ! 555555555555555555555555555555555555555
5. ეს "გულზემჯიღისცემაპოეზია" არ მომწონს და გულბოღმიანობას ნუ დამწამებთ
შობას გილოცავთ. ეს "გულზემჯიღისცემაპოეზია" არ მომწონს და გულბოღმიანობას ნუ დამწამებთ
შობას გილოცავთ.
4. უჰ... აი, სულ სიყვარულით გაჯერებული პოეზია. ქრისტე გვფარავდეს ყველას, ბატონო ელდარ. შობა თენდება. სიკეთეს გისურვებთ. დაე, ჩვენს გულებშიც იშვას მაცხოვარი უჰ... აი, სულ სიყვარულით გაჯერებული პოეზია. ქრისტე გვფარავდეს ყველას, ბატონო ელდარ. შობა თენდება. სიკეთეს გისურვებთ. დაე, ჩვენს გულებშიც იშვას მაცხოვარი
3. "და მივესალმოთ ურაკელთ ძმობას!" - ამაზე ჰალალად თქმული აქ??? სადღა აქვთ ძმობა?! სამწუხაროდ... თუ მიზეზი არ აქვთ საჩხუბარი, თხზავენ და ქმნიან თავად... :D თქვენც გილოცავთ ავტორო შობის წმინდა დღესასწაულს! "და მივესალმოთ ურაკელთ ძმობას!" - ამაზე ჰალალად თქმული აქ??? სადღა აქვთ ძმობა?! სამწუხაროდ... თუ მიზეზი არ აქვთ საჩხუბარი, თხზავენ და ქმნიან თავად... :D თქვენც გილოცავთ ავტორო შობის წმინდა დღესასწაულს!
2. ბედნიერი შობა დაგდგომოდეთ:) მშვენივრად წერთ. ბედნიერი შობა დაგდგომოდეთ:) მშვენივრად წერთ.
1. ბეჟან,გჟეჟავ,სად ხარ :D
ეს ისე ..
თქვენი პოეზია ნამდვილად არაა მისი დასაწუნი.
გაიხარეთ და მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა. ბეჟან,გჟეჟავ,სად ხარ :D
ეს ისე ..
თქვენი პოეზია ნამდვილად არაა მისი დასაწუნი.
გაიხარეთ და მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|