ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2011


*** (რა უსაშველოდ კვნესოდა ქარი)

რა უსაშველოდ კვნესოდა ქარი
და უშვილობა არწევდა აკვანს,
ბალახმიმჭკნარი და გადამქრალი
უსუსურობის მკლავები მაკრავს.
ჩემი ბავშვობა საშოში კვდება
და რომ გადავრჩე, უნდა ვიკივლო,
ჩამომეღვენთა სხეულში კდემა,
არ მომეკარო, წადი, სიკვდილო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები