ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2011


რ ო დ ე ს მ ე

დახუჭე ,
თვალები დახუჭე,
და იქნებ  იტირო  ხანდახან...
მე შენ ის წუთები გაჩუქე,
როგორსაც  ვერასდროს  ვერ ნახავ

      **          **        **

ახლა  აქ  დამღლელი  ქაოსი ,
ან იქნებ  დამღლელი  წესრიგი ,
აშფოთებს  შენს სულს  და  მოეშვი,
მოეშვი!...  ნურაფერს  ნუ მეტყვი...

    **          **          **   

მერე  კი როდესმე , როდესმე !...
ან  იქნებ  ვერასდროს ,
(ვერ  ბედავ.... )
მომეცი  ხელი  და წავიდეთ,
წავიდეთ,
წავიდეთ  აქედან !...

    **        **          ** 

დახუჭე ,  თვალები  დახუჭე ....




10.01.2011. სერგეი  ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები