ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

ექსპრომტი (ანემონეს)

არ მაიწყინო ჭირიმე,
წარბ არ შაიკრა ქალაო.
ზენამ დაგლოცოს პირიმზე,
გაძლების მაგცეს ძალაო.
ამასულიყოს დილით მზე,
შენთვინა ნატვრისთვალაო.
ოცნებობს ნათელ მერმისზე
გოგონა თაფლისთვალაო.
დგას ბედისწერის დიდ ქიმზე
ერი, ვით ნარიყალაო.
შენ დაგელოცოს პირიმზე
სამშობლო-მიწის ღალაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები