ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2011


# # #

          * * *
ვფურცლავ გვირილას
ბლაგვი ხელებით,
თითი შეაკრთო ენიდან ნერწყვმა,
არაფერი ვარ და
არაფრისთვის
უსასრულობამ მე
ღმერთთან შემრწყა.

          * * *
მე გავახილე თვალები წუხელ,
წუხილს საბანი ეფარა თბილად,
ბავშვობას მხოლოდ სიზმარში ვუმხელ,
რომ თავი ისევ მგონია ჩვილად...
წუხელის წუხილს გავართვი თავი,
მივიჩვიო თუ  გავაგდო? რა ვი ...

          * * *
მტკვარი არაგვს
ჩაეხუტა, ჩაეკონა, ეამბორა,
ჯვრიდან თვალი მივადევნე,
ნეტავ, მტკვარმა
უამბო რა?




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები