ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2011


სევდიანი სიმარტოვე

შენ  წახვედი და დარდმაც იმატა,
სევდამ  შემიპყრო, თითქოს შიშმაც დამრია ხელი,
ცა მოიღრუბლა,მერე ისევ გამოიდარა
მე კი მარტო ვარ,სულ მთლად მარტო და ისევ გელი.
        იცი შენ ვინ ხარ? ჩემი ოცნება და სასწაული,
        ღამის წყვდიადი და წყვდიადში პატარა შუქი,
      თუმც უიმედოდ სიყვარულით დატყვევებული
      მუდამ შენ გელი, რომ ჩაგიკრა პატარა გულში.
იცი, შენ ვინ ხარ? ჩემი დარდი, ჩემი წუხილი,
ჩემი ტკივილი და ცხოვრება განაწამები,
თუმც შენ მასწავლე ოცნება და შემასხი ფრთები,
შენს მოლოდინში, შენზე ფიქრით უღვინოდ ვთვრები.
      ქვეცნობიერში ისევ სძინავს შიშს შეუცნობელს,
      მაინც კიაფობს ნაპერწკალი თრთოლვის და რიდის,
      სულის ღრიჭოდან ამოქაჩავს შენს ნამოქმედარს,
      არ გაპატიებს,ცხოვრება ხომ უნდობლად მიდის.
მე მეშინია და რიდიც მაქვს შენთან შეხვედრის,
შენ არა გესმის, წვიმა მიგებს მარტო დარჩენილს,
შენ დაგავიწყდა, რომ კანონი არსებობს ერთი,
სიყვარულია ეს კანონი, კაცის და ღმერთის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები