| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 12 იანვარი, 2011 |
იმ წინა ცხოვრების ვალი მაქვს, მგონია, ცრის წვიმა, ჩამწივლა ქარმაც ყურს ქალივით, ალბათ აქ სასჯელად ვიმკი ამ ფორიაქს, ან მადლი დამაკლდა, ან მადლზე მარილი...
თოვს გარეთ, ომს ვაგებ თავთან და ხსოვნასთან, მომგვარეს ორგვარი განცდები ფიქრებმა, რაც სულ არ მეგონა, ხომ გატყდა, ხომ გაცვდა, მეტი ამ ყოფაში კიდევ რა იქნება?..
ეს დღე ჰგავს გაცრეცილ ფერების საუფლოს, მერევა თოვლი და წვიმა და განწყობა... ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ, თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან...
ქარ-წვიმებს ვაძინებ ჩემს წარმოსახვაში, აწი მე არ ვებრძვი თავსაც და ხსოვნასაც. არ შველის არც ყვავი, არც მისი "ნახარში", ბედს თუ "უწერიხარ", ის თვითონ მოგნახავს... 11.01.11
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ბედს თუ "უწერიხარ", ის თვითონ მოგნახავს... ++++ მიყვარს ეს გვერდი ძალიან :) ბედს თუ "უწერიხარ", ის თვითონ მოგნახავს... ++++ მიყვარს ეს გვერდი ძალიან :)
29. ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ, თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან,
მართლა მომეწონა მე ეს ლექსი... ძალიან თბილია და ხელწერა ჩანს ავტორის. მადლობა ამ განწყობისათვის. გაკოცეთ ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ, თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან,
მართლა მომეწონა მე ეს ლექსი... ძალიან თბილია და ხელწერა ჩანს ავტორის. მადლობა ამ განწყობისათვის. გაკოცეთ
28. ახლა თვალი მოვკარი ჩემს სახელს და მოვედი!:)
ეჰ,თამარ! მართლაც, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა:) შენ ხომ მიმიხვდი და... ახლა თვალი მოვკარი ჩემს სახელს და მოვედი!:)
ეჰ,თამარ! მართლაც, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა:) შენ ხომ მიმიხვდი და...
27. 26. აწყობილი ლექსია ვეთენხმები მედეას , აი რომ ზიხარ და სიტყვებს რომ ეძებ ისე +1 ისიდა. 2011-01-24 18:12:04
მედეას კომენტარი სწორად ვერ გაგიგიათ, ისიდა, "იუველირის სიზუსტით" აწყობილი ლექსი აზრისა და ფორმის რაფინირებულ შერწყმას გულისხმობს და არა სიტყვების ძებნას, როგორც თქვენ გგონიათ... კარგ მთქმელს კარგი გამგონეო... 26. აწყობილი ლექსია ვეთენხმები მედეას , აი რომ ზიხარ და სიტყვებს რომ ეძებ ისე +1 ისიდა. 2011-01-24 18:12:04
მედეას კომენტარი სწორად ვერ გაგიგიათ, ისიდა, "იუველირის სიზუსტით" აწყობილი ლექსი აზრისა და ფორმის რაფინირებულ შერწყმას გულისხმობს და არა სიტყვების ძებნას, როგორც თქვენ გგონიათ... კარგ მთქმელს კარგი გამგონეო...
26. აწყობილი ლექსია ვეთენხმები მედეას , აი რომ ზიხარ და სიტყვებს რომ ეძებ ისე:) +1 აწყობილი ლექსია ვეთენხმები მედეას , აი რომ ზიხარ და სიტყვებს რომ ეძებ ისე:) +1
25. მიას ვეთანხმები და უკეთესად ვერც გამოვხატავ ჩემს აზრს. მიას ვეთანხმები და უკეთესად ვერც გამოვხატავ ჩემს აზრს.
24. მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;)
23. ვერაფერი გამოვარჩიე-იუველირის სიზუსტით აწყობილი ლექსია! ვერაფერი გამოვარჩიე-იუველირის სიზუსტით აწყობილი ლექსია!
22. მადლობა ყველას შეფასებისათვის, რჩევებსაც გავითვალისწინებ... მადლობა ყველას შეფასებისათვის, რჩევებსაც გავითვალისწინებ...
21. გოგონების კომენტარებმა მომაბრუნეს აქ კიდევ ერთხელ და.... დაბრუნება არ ვინანე :) გოგონების კომენტარებმა მომაბრუნეს აქ კიდევ ერთხელ და.... დაბრუნება არ ვინანე :)
20. აჰ, ახლა დავაკვირდი სათაურს და არ შემიძლია არ აღვნიშნო... ეს საკვანძო ფრაზა ლექსიდან გამომდინარე ამყვა და არ მგონია მისი სათაურით "ამოქაჩვა" კარგი საქმე იყოს, ისედაც აკეთებს თავის გასაკეთებელს, "მარკები" არ სჭირდება... ეს ჩემი აზრია :) აჰ, ახლა დავაკვირდი სათაურს და არ შემიძლია არ აღვნიშნო... ეს საკვანძო ფრაზა ლექსიდან გამომდინარე ამყვა და არ მგონია მისი სათაურით "ამოქაჩვა" კარგი საქმე იყოს, ისედაც აკეთებს თავის გასაკეთებელს, "მარკები" არ სჭირდება... ეს ჩემი აზრია :)
19. ბედს თუ უწერიხარ...
კარგი იყო... სრულად შემავსო განწყობამ ბედს თუ უწერიხარ...
კარგი იყო... სრულად შემავსო განწყობამ
18. "ალბათ აქ სასჯელად ვიმკი ამ ფორიაქს, ან მადლი დამაკლდა, ან მადლზე მარილი...
ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ, თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან"
როგორი ნაცნობია....
ყოვეხმრივ კარგი ლექსი.
კეთილის სურვილები ავტორს!
"ალბათ აქ სასჯელად ვიმკი ამ ფორიაქს, ან მადლი დამაკლდა, ან მადლზე მარილი...
ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ, თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან"
როგორი ნაცნობია....
ყოვეხმრივ კარგი ლექსი.
კეთილის სურვილები ავტორს!
17. გაიხარე, თამრი! უკვე ვეძებ-ხოლმე შენს ლექსებს. შენ ნამდვილად "მეცარი" ხარ! გკოცნი! 5 გაიხარე, თამრი! უკვე ვეძებ-ხოლმე შენს ლექსებს. შენ ნამდვილად "მეცარი" ხარ! გკოცნი! 5
16. მომწონს თქვენი შემოქმედება ძალიან :) მომწონს თქვენი შემოქმედება ძალიან :)
15. ალბათ აქ სასჯელად ვიმკი ამ ფორიაქს, ან მადლი დამაკლდა, ან მადლზე მარილი...
მერევა თოვლი და წვიმა და განწყობა... –––––––––> ორი "და" ძალიან მოუხდა ერთმანეთს :)
ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ, თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან... –––––––––> აქ "აწყ"–ები უხდებიან ერთმანეთს :)
ქარ-წვიმებს ვაძინებ ჩემს წარმოსახვაში, :)
ლამაზად ენაცვლებიან სიტყვები თითქმის მთლიან ლექსში ერთმანეთს და ნათქვამიც ძალიან დამაფიქრებელი და ბევრისმთქმელია :)
ავტორზეც ვიტყვი ცოტას :) თუმცა არაფერს ვიტყვი :) ვინც უნდა ხედავდეს იმას რასაც მე ვხედავ ამ ავტორში (შორიდან) თვითონაც დაინახავდა და შეამჩნევდა :) ალბათ აქ სასჯელად ვიმკი ამ ფორიაქს, ან მადლი დამაკლდა, ან მადლზე მარილი...
მერევა თოვლი და წვიმა და განწყობა... –––––––––> ორი "და" ძალიან მოუხდა ერთმანეთს :)
ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ, თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან... –––––––––> აქ "აწყ"–ები უხდებიან ერთმანეთს :)
ქარ-წვიმებს ვაძინებ ჩემს წარმოსახვაში, :)
ლამაზად ენაცვლებიან სიტყვები თითქმის მთლიან ლექსში ერთმანეთს და ნათქვამიც ძალიან დამაფიქრებელი და ბევრისმთქმელია :)
ავტორზეც ვიტყვი ცოტას :) თუმცა არაფერს ვიტყვი :) ვინც უნდა ხედავდეს იმას რასაც მე ვხედავ ამ ავტორში (შორიდან) თვითონაც დაინახავდა და შეამჩნევდა :)
14. ერთ ჩემს ქართველ მეგობართან, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვორობს, ვსაუბრობდი საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ მოვლენებზე. მე ბევრი ცნობადი ავტორი დავუსახელე, მან__კიდევ უფრო მეტი . მანვე ჩამაწვეთა პირველად თანანაზე... "პოეტი, რომელიც აზროვნებს"__ზუსტად ასე მითხრა და ამის შემდეგ გავეცანი ამ ავტორის შემოქმედებას. მართლაც დიდი ლიტერატურული გემოვნება ჰქონია ჩემს მეგობარს... ერთ ჩემს ქართველ მეგობართან, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვორობს, ვსაუბრობდი საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ მოვლენებზე. მე ბევრი ცნობადი ავტორი დავუსახელე, მან__კიდევ უფრო მეტი . მანვე ჩამაწვეთა პირველად თანანაზე... "პოეტი, რომელიც აზროვნებს"__ზუსტად ასე მითხრა და ამის შემდეგ გავეცანი ამ ავტორის შემოქმედებას. მართლაც დიდი ლიტერატურული გემოვნება ჰქონია ჩემს მეგობარს...
13. როგორც თავად ავტორი გვიწოდებს, მოვედით ჩვენ აქ ჩვენი აღმატებულება უენმაგ(კ)რატლესობა :D(მრავლობითში იმიტომ, რომ მონარქები საერთოდ ასე საუბრობდნენ საკუთარ თავებზე :D)
ხან აქედან მივუდექი ამ ლექსს, ხან იქედან - ხან თავიდან წავიკითხე, ხან ბოლოდან და ავღშფოთდი საკუთარ თავზე, მაგ(კ)რატელი დამიდიადბლაგვდა, ვერ ვიპოვე საკბილო :( ან ჟანგი დამედო... ან მიჭირს ბღავილი (:D) <<<<<<<<<<<<<<<< რა შუაშია, მარა, მაინც...... ანგინით ვარ შეპყრობილი ამ ბოლოს... :D :)) როგორც თავად ავტორი გვიწოდებს, მოვედით ჩვენ აქ ჩვენი აღმატებულება უენმაგ(კ)რატლესობა :D(მრავლობითში იმიტომ, რომ მონარქები საერთოდ ასე საუბრობდნენ საკუთარ თავებზე :D)
ხან აქედან მივუდექი ამ ლექსს, ხან იქედან - ხან თავიდან წავიკითხე, ხან ბოლოდან და ავღშფოთდი საკუთარ თავზე, მაგ(კ)რატელი დამიდიადბლაგვდა, ვერ ვიპოვე საკბილო :( ან ჟანგი დამედო... ან მიჭირს ბღავილი (:D) <<<<<<<<<<<<<<<< რა შუაშია, მარა, მაინც...... ანგინით ვარ შეპყრობილი ამ ბოლოს... :D :))
12. დიდი მადლობა ყველას, ვინც მკითხულობს... დიდი მადლობა ყველას, ვინც მკითხულობს...
11. ძალიან კარგია.
555555 ძალიან კარგია.
555555
10. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს ავტორი სხვებს არ ჰგავს, როგორც ლექსებით, ისე ადამიანობით...წერს თავისთვის, ლამაზად, არ ყვირის, მან იცის, რომ ლექსი თავად იტყვის სათქმელს და დაე, ტაში დაუკრან მეძუძურებს... მოკლედ, მე ხშირი სტუმარი ვარ ! :)
მოგიკითხე ! მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს ავტორი სხვებს არ ჰგავს, როგორც ლექსებით, ისე ადამიანობით...წერს თავისთვის, ლამაზად, არ ყვირის, მან იცის, რომ ლექსი თავად იტყვის სათქმელს და დაე, ტაში დაუკრან მეძუძურებს... მოკლედ, მე ხშირი სტუმარი ვარ ! :)
მოგიკითხე !
9. ალბათ აქ სასჯელად ვიმკი ამ ფორიაქს, ან მადლი დამაკლდა, ან მადლზე მარილი... რა კარგად სთქვი...და ლექსიც მომეწონა ძალიან...5555 ალბათ აქ სასჯელად ვიმკი ამ ფორიაქს, ან მადლი დამაკლდა, ან მადლზე მარილი... რა კარგად სთქვი...და ლექსიც მომეწონა ძალიან...5555
8. ნამდვილად ასეა!....... "ქარ–წვიმებს ვაძინებ ჩემს წარმოსახვაში..." რთული ამბავია ეგ..... ქარ–წვიმები არ იძინებენ ხოლმე ჩვეულებრივ "იავნანაზე", ძლიერი ადამინის ხასიათი ჩანს ლექსში და ბედთან ნიადაგ ჭიდილის მოყვარულის......
"იწივლა ქარმაც ყურს ქალივით," – ამან მომჭრა ყური მხოლოდ... ან "ჩამწივლა" ან სულაც ზმნის სხვა ფორმა ხომ არ აჯობებდა?..
მოგიკითხე და ისევ მოგილოცე შობა–ახალი წელი!
ნამდვილად ასეა!....... "ქარ–წვიმებს ვაძინებ ჩემს წარმოსახვაში..." რთული ამბავია ეგ..... ქარ–წვიმები არ იძინებენ ხოლმე ჩვეულებრივ "იავნანაზე", ძლიერი ადამინის ხასიათი ჩანს ლექსში და ბედთან ნიადაგ ჭიდილის მოყვარულის......
"იწივლა ქარმაც ყურს ქალივით," – ამან მომჭრა ყური მხოლოდ... ან "ჩამწივლა" ან სულაც ზმნის სხვა ფორმა ხომ არ აჯობებდა?..
მოგიკითხე და ისევ მოგილოცე შობა–ახალი წელი!
7. ბედს თუ "უწერიხარ", ის თვითონ მოგნახავს...
ხო, ალბათ...
მომეწონა ლექსი. ბედს თუ "უწერიხარ", ის თვითონ მოგნახავს...
ხო, ალბათ...
მომეწონა ლექსი.
6. ეს დღე ჰგავს გაცრეცილ ფერების საუფლოს, მერევა თოვლი და წვიმა და განწყობა... ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ, თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან...
უჰ, თამაარ... როგორ იცით ხოლმე თქმა, გულ-ღვიძლიანად მაფორიაქებს მერე თქვენეული სიტყვები. ეს ლექსი ახლა... ნაწყენი აწმყო... საკუთარ თავთან ჩურჩულით საუბარი და მორეული თოვლი... უჰ... აი, ძალიან, ძალიან და უფრო... :) ეს დღე ჰგავს გაცრეცილ ფერების საუფლოს, მერევა თოვლი და წვიმა და განწყობა... ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ, თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან...
უჰ, თამაარ... როგორ იცით ხოლმე თქმა, გულ-ღვიძლიანად მაფორიაქებს მერე თქვენეული სიტყვები. ეს ლექსი ახლა... ნაწყენი აწმყო... საკუთარ თავთან ჩურჩულით საუბარი და მორეული თოვლი... უჰ... აი, ძალიან, ძალიან და უფრო... :)
5. ..
მერევა თოვლი.. ..
მერევა თოვლი..
4. ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ, თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან...
ყოჩაღ ! ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ, თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან...
ყოჩაღ !
2. კაია მგონი. კაია მგონი.
1. ფინალი ძალიან კარგია...და საერთოდ დამოკიდებულება ცხოვრებასთან...რომელიც მშურს თეთრად:) ფინალი ძალიან კარგია...და საერთოდ დამოკიდებულება ცხოვრებასთან...რომელიც მშურს თეთრად:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|