შემოვუდექი ცხრაკარის აღმართს... ანასტასია... ანიკო... ანა!... აქ ჩაქრა შენი თვალთა ზამბახი, ბოლო სუნთქვამაც აქ დაივანა? ერთხელ ამ აღმართს შენც შეუდექი, კრავის გულა და ნუკრის თვალება, იწვოდა მაშინ მკერდი კახეთის, ირგვლივ გოლგოთის იდგა წამება! დათმე ამ სოფლის ამო ზეობა, ყველა ვნება და ყველა ზმანება, უფალს მიენდე, რადგან უწყოდი, რომ ყველა ტკივილს დაგიამებდა. ტაძარი ესე ვმოსე ფრესკებით მე, მონაზონმან, ანასტასიამ, უფლის უკუნი დიდების იქით საწუთროს ავ-კარგს ერთი ფასი აქვს! ვიღაც კვლავ ყვედრის სოფელს სამდურავს: სიცოცხლე ჩემი სევდის თასია, ყოველს წარხოცავს ჟამი მსახვრალი, სიკვდილ-სიცოცხლე ერთი ფარსია! რა სასოებით გვმოსა უფალმა, მაინც რამდენი ძაძა-ფლასია! განილევიან ამო გლოვანი, ჟამმან ჟამობით რაც მოგვასია, უფლის გზად რჩება გოლგოთა, ჯვარცმა, ღალატის გზა კი იუდასია! საკურთხეველთან, სად ანგელოსთა და ქერუბიმთა დასთა დასია, ძგერს შენი გულის წმინდა ლუსკუმა: ”ამაოება სოფლის არსია!”. ყველა პატივი და ხელმწიფება , რაიც საწუთრომ უხვად მინება, ვით მტვერ-ნიავი ამსოფლიური უფლის ტახტის წინ განეფინება.! შემოვუდექი ცხრაკარის აღმართს... ანასტასია... ანიკო... ანა!... აქ ჩაქრა შენი თვალთა ზამბახი, ბოლო სუნთქვამაც აქ დაივანა?
ასე ლამაზად, ასე გულიანად ლექსის წერა, მხოლოდ რჩეუთა ხვედრია, , ძალიან ძლიერი. ემოციურიი და შინაარსობრივია,, სულმოუთქმელად ველოდები თქვენს შემოქმედებას, აქ ყოველთვის საინტერესო და მომხიბლავი პოეზია დევს, მადლობთ შატალიონო წარსულ ისტორიას,რომ ასე სათუღად გვახსენებ,სულის სიმებს ეხება თქვენებური პოეზიის სურნელება. ჩემი იჯახი გილოცავს ნათლისღებას, გაკურთხოთ მისმა მადლმა.