ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერმინე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
13 იანვარი, 2011


შთაბეჭდილებები ალბერ კამიუს ‘‘გაუგებრობის‘‘ შემდეგ

’’თქვენ არჩევანი გაქვთ კენჭების ბრიყვულ ბედნიერებასა და ცივ სამარეს შორის,სადაც ჩვენ გელოდებით!’’-აკვიატებულ მოგონებებად დარბიან მარიას გონებაში ეს სიტყვები.
  -ღმერთი გულქვაა!
  -ღმერთს თავი მოუყრუებია ყველა ძახილის მიმართ!
  -ცივ სამარეში ყველანი ერთად ჩავიჭუჭყნებით!და ეს ყველაზე უფრო დიდი სატანჯველია მაინც!
  -იცხოვრეთ უსიტყვო მშვიდობით-გულგრილობით და უდიდეს ბედნიერებას იგრძნობთ-თქვენ კენჭი გახდებით,ყველაზე მორჩილი და ხელშეუხებელი,პატარა და განუზომელი,მსუბუქი და აუწონავი-ნამდვილი ღმერთი! Dდა მაშინ დედაც რომ მოკლათ,ძმაც რომ გაწიროთ,მაინც ’’გაუგებრობად’’ მონათლავთ ამ ყველაფერს,მცირე ’’გაუგებრობად’’!
  -ოხ მარია,მარია! ვერაფერი გაიგეთ ამ ცხოვრების-რა საჭიროა სულების ასეთი შეშფოთება,დიდი მოწოდებები,ყველაფერი ხომ ძალიან მარტივია-გაქვავდით!ნუ ითხოვთ შველას!და თანაც ვისგან? Mმოხუცი მოახლისგან.. გაფრთხილებთ,ის სუფთა და მტკიცე ხმით დაგახვევთ თავბრუს!
  -აი,ხომ გითხარით:
  ’’მოხუცი (იმავე სუფთა და მტკიცე ხმით)-არა!
  ფარდა.’’
  Dდა მერე?
  ოვაციები,გარდამავალი ემოციები-აღფრთოვანებიდან ზიზღამდე მოთამაშე ფიქრები.
  განმეორებული პაკლონი.
  ყვავილების ზღვა.
  და განუმეორებელი ალბერ კამიუ!
  ’’უბედურებას ერთადერთი საშუალებით ძალუძს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე-ამაღლდეს ტრაგიკულობამდე.’’
  დარბაზი ქუხს.ხელები ტაშს ღლიან და ახლა ტუჩებს მიენდობიან ფიქრები ბგერებად:
  -და მაინც,ეს პიესა განგებისადმი ბრმა მორჩილებას კი არ ქადაგებს,პირიქით,იგი მოუწოდებს ბრძოლისაკენ და გულწრფელობის მორალს ატარებს!-ერთადერთი ჭეშმარიტი აზრი გაკრთება თეატრის უზარმაზარ აუდიტორიაში.
  -ოხ,კარგი რას ამბობ?!-გადიკისკისებს გაკეკლუცებული ქალი და მერე კი მოჩვენებითი შეძრწუნებით დაამატებს-რა უნდა ქნას ახლა მარიამ თავისი გულწრფელობით?ვის შეებრძოლოს?მარტასნაირ ჯალათს თუ დაყრუებულ ღმერთს?!
  -თქვენ ამ პიესიდან ვერაფერი გაგიგიათ,ქალბატონო!-ისევ გაისმის მართალი კაცის ხმა თეატრალურ უდაბნოში-’’თუ კაცს უნდა,რომ შეიცნონ,მარტივად უნდა თქვას,ვინ არის იგი.თუ იგი დუმს ან ცრუობს,მარტოობაში კვდება და ყველაფერი მის გარშემო უბედურებისათვის არის განწირული.თუ პირიქით,სიმართლეს ლაპარაკობს,რა თქმა უნდა,სიკვდილს ვერ ასცდება,მაგრამ იქამდე შეძლებს,შეუმსუბუქოს ცხოვრება სხვებსა და საკუთარ თავს.’’
  -თქვენ ჟანს გულისხმობთ?
  -არა,მარიას და მარტას!
  -კი,მაგრამ ეგ როგორ? Mმგონი თქვენ ყველაფერი აგერ-დაგერიათ...
  -დაფიქრდით,მართლა არის შემთხვევები,როცა ვალდებული ხართ მოიქცეთ ისე,როგორც ყველა?
  -რა თქმა უნდა.
  -და მაშინ მარტას ბოლო სიტყვები იყო კი რაიმე სხვა,თუ არა სიკვდილისწინა აღიარება?... არა!ნუ დუმხართ!კარგად დაფიქრდით!მარტაც ისე მოიქცა,როგორც ყველა.
  -თქვენ ამბობთ, რომ მარტამ მარიას საკუთარი თავი გააცნო? 
  -უფრო ზუსტად კი ცხოვრება შეუმსუბუქა!
  -ეს სიგიჟეა.. ეს აბსურდია.. მარია თავს მოიკლავს!
  -მარიამ ერთი ჭეშმარიტება იცის:’’განშორება ყოველთვის უჭირთ მათ,ვისაც ნამდვილად უყვართ.’’ის გადაიტანს ამ განშორებას.ის იცხოვრებს თუნდაც იმიტომ,რომ არ ჰგავდეს მარტას.კენჭივით გორვას ვერასოდეს შეძლებს იმ ქალის გული,რომელსაც ერთხელ მაინც უფიქრია ასე:’’როცა ქალებს უყვართ,მაშინ აღარ ოცნებობენ არაფერზე.’’
  -მაინც ძნელია,დაგეთანხმოთ.მე მხოლოდ სასოწარკვეთილ მარიას ვხედავ,უღმერთობით გატანჯულს,მოახლესგან რომ ითხოვს შველას!
  ... –უჰ,კარგი დრო გასულა!
  თეატრის ფოიეში დიდი საათი 12-ს უჩვენებდა.კაცმა ნაჩქარევად შემოიცვა ლაბადა და ცბიერად გაუღიმა გაკეკლუცებული ქალის დეკოლტეს!
  -და ქალბატონო,ფინჯან ყავაზე ხომ არ დამეწვეოდით?! Mმგონი,შთაბეჭდილების გაზიარება ორივეს დიდი სურვილია.
                           
                                                    ***
    ქუჩაში ისმის ქალის კისკისი და ნაწვიმარ მიწაზე კაკუნად ახმიანებული ნაბიჯები.
    -ასე გგონიათ?თქვენთვის,რა ღმერთი მართლა დაყრუვდა?
    -ოხ,ეს მხოლოდ ’’გაუგებრობა’’ იყო.დაივიწყეთ,არ უნდა მეთქვა,მომიტევეთ ასეთი თავხედობა.
    -მთავარია,ღმერთმა არ გაგიგოთ!-მაცდურად ჩაიჩურჩულა ქალმა..
 
                                                    ***
  განათებულ ქუჩაში ღამის ხმაური იფანტება.თეატრში ისევ მძიმედ კიდია ფარდა.და კამიუ კი ისევ შფოთავს.ან კი,რა მოასვენებს?!როცა ამდენი მარტა ურღვევს მყუდროებას!
    კაკ-კუკ,კაკ-კუკ ..-ნაწვიმარ მიწაზე ხომ კაკუნად ხმაურობენ მარტების ნაბიჯები!
შთაბეჭდილებები ალბერ კამიუს ‘‘გაუგებრობის‘‘ შემდეგ
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს