ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2011


კახეთის გზაზე

მიჰქრის მანქანა... ხეთა ჯარები,
მე ტოტებს შორის ფიქრად გავები...
ვერხვის ხეები- თეთრი ქალები,
გამოაჩინეს ძუძუს თავები.
გრძელ-გრძელ ღობეებს შევავლებ თვალს და
"ეზოში (თურმე) ავი ძაღლია!"
"გომბორზე" თეთრად დაგებულ ფარდაგს,
შორს- ბოლოები სოფლად ჩაშლია.
კახეთის გზაზე მანქანა მიჰქრის...
ჩემო ქვეყანა, შენთან ვარ ფიქრით,
თუ გინდა ეხლავ, აქვე მომკალი,
ოღონდ ნუ გავალ სამშობლოს იქით!...
ავადმყოფია ქართველი ყველა,
არ შეიძლება გიყვარდეს ასე
და იყო სავსე,  ღმერთივით სავსე,
იმით რომ აქ ხარ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები